ცხიმიან ლაქას ავეჯზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაასხათ წყალი - ეს პრობლემას გაზრდის. თუ ავეჯზე რამე დაგექცათ, ლაქას მაშინვე უნდა დაადოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ სისველე მოაშოროს. მერე კი უშუალოდ ლაქის მოცილებაზე უნდა გადახვიდეთ.
* ლაქებთან საბრძოლველად (მათ შორის ძველთანაც) ძალიან ეფექტურია ბენზინი - 1 ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი უნდა აურიოთ 1/2 ჩაის კოვზ ბენზინში. ნაზავი პრობლემურ უბანზე უნდა დაიტანოთ და დაახლოებით 4 სთ დატოვოთ. შემდეგ ცხელი წყლით ამორეცხოთ.
* შოკოლადის ლაქებს კარგად ებრძვის საჭმელი მარილი. 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 სუფრის კოვზ
* ცხიმიან და ასევე წვენის ლაქებს, კარგად ებრძვის ძმრისა და ლიმონის წვენის ნაზავი - 1:1. აუცილებელია ამ ნარევით ლაქის დამუშავება მის სრულ გაქრობამდე. მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ინგრედიენტები ბოთლში ჩაასხათ და შეასხუროთ ლაქას.