არ არსებობს სახლი, სადაც ობობა ვერ შეაღწევს. ეს უჩინარი არსებები სწრაფად ითვისებენ უყურადღებოდ დარჩენილ კუთხე-კუნჭულს და ქსელებს ხლართავენ. სწორედ ამ ქსელებით ვამჩნევთ მათ არსებობას, თორემ თავად ობობა, როგორც წესი, თვალისგა მოფარებულ ადგილებში იმალება.
რატომ ჩნდებიან ობობები შინ?
ობობას საცხოვრებელი ღია ცის ქვეშაა, მაგრამ საკვები დასითბო მათ ჩვენი საცხოვრებელი სახლებისკენ იზიდავს. თუ ობაბას ქსელები სახლში მალ-მალე და სისტემაურად ჩნდებიან? ესე იგი თქვენს სახლში მათთვის მიმზიდველი მწერებიც ცხოვრობენ. თუ გინდათ ქსელები რაც შეიძლება იშვიათად გაჩნდეს სახლში, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.
1. ეცადეთ, ქსელები
2. ქსელთან ერთად ობობაც უნდა მოაშოროთ. თუ მოკვლა არ გინდათ, ტილოში გაახვიეთ და გარეთ გადაფერთხეთ.
3. უნდა მოსპოთ მისი კვერცხებიც. ისინი ავეჯის ქვეშ ან უკან გაბმულ ქსელებშია გახვეული. ამიტომ ხილულ კუთხეებზე მეტად ეცადეთ მიმალული ადგილები გაათავისუფლოთ ქსელებისგან, რადგან ცოტა ხანში იქაური კვერცხებიდან ობობების ახალი თაობა შემოგიტევთ.
4. მოსპეთ მწერები, რითაც ობობები იკვებებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან გათავისუფლება არ გიწერიათ. ამიტომ დაამუშავეთ კუთხეები და პლინტუსები მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით.
5. უფრო მეტად უნდა გაღელვებდეთ არა ობობა, არამედ ის მიზეზი, რამაც ის და მისი შთამომავლობა თქვენს სახლებში მიიზიდა.
6. ობობა სახლში ქუჩიდან ხვდება. ამიტომ ქურთუკითა და ფეხსაცმელებით შინ ნუ შეხვალთ, შესასვლელშივე გაიხადეთ.
და ბოლოს - ობობას სინამდვილეში სარგებლობა უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ის სახლის მავნე მწერებს ანადგურებს, ამიტომ ობობას მიმართ ბრძოლის რბილი მეთოდები გამოიყენეთ.
რატომ არ კლავენ ობობას?
ობობას მოკვლას ყველა ერიდება. სხვადასხვა ცრურწმენის მიხედვით, ობობას მოკვლას ან გაღარიბება მოყვება ან უარესი უბედურება. საკუთარ ცრურწმენებს ჯობია თავად გაუმკლავდეთ, ჩვენ კი აგიხსნით, საიდან იღებს სათავეს ასეთი თქმულება.
როგორც ლეგენდა გვამცნობს, მოსე წინასწარმეტყველს მტრები დევნიდნენ. მან თავი ბნელ გამოქვაბულს შეაფარა, სადაც შხამიანი ობობები ბინადრობენ. მტერმა იქ შესვლა ვერ გაბედა. ანუ წინასწარმეტყველის სიცოცხლე ობობებმა იხსნეს. მას შემდეგ ობობას მოკვლა ადამიანისთვის საზიანოდ ითვლება.