რომელ ტაფაში იწვის კერძი ყველაზე უკეთ - შერჩევის და მოვლის წესები

საუკეთესო ხარისხის ტაფა სქელძირიანი და მძიმე უნდა იყოს. ასეთ ტაფაში საკვები ყველაზე კარგად იწვება. მიუხედავად ჭურჭლის ბაზარზე არსებული ფართო არჩევანისა, თუჯის ტაფა ჯერჯერობით შეუცვლელია.

ამიტომ თუჯის ტაფას მრავალი დიასახლისი ირჩევს. იგი პრაქტიკული და უსაფრთხოა. ერთად გავერკვეთ მხოლოდ დადებითი თვისებები აქვს თუჯის ტაფას თუ უარყოფითიც...

უპირატესობა

თუჯის ტაფა, ქვაბი და ა.შ. გამძლე მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს მოგემსახურებათ. საკვებს არ იკრავს, პროდუქტი თანაბრად იწვება და ლამაზ, ოქროსფერ შეფერილობას იძენს. თუჯის ტაფა იდეალურია სოკოს, ბლინების, კარტოფილის შესაწვავად. თუჯი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და მომზადების
შემდეგ კერძი თავისავე წვენში ითუშება.

თუჯის ტაფისა და ქვაბისთვის აუცილებელი არაა სპეციალური კოვზის შეძენა. ის არ კარგავს ფორმას.

უარყოფითი თვისებები

თუჯის ჭურჭლის ძირითადი უარყოფითი თვისება მძიმე წონაა. პატარა ტაფაც კი იმდენს იწონის, რამდენსაც დიდი მომინანქრებული ქვაბი კერძიანად. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თუჯის ჭურჭელში სხვადასხვა კერძს ვერ მოამზადებთ. ცალკე უნდა გქონდეთ ხორცის ტაფა, ცალკე - გამოსაცხობი და ა.შ. ფასს თუ გავითვალისწინებთ, იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.

როგორ შევარჩიოთ თუჯის ტაფა
ყურადღება მიაქციეთ ფასსა და წონას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუჯი მძიმე და ძვირია. შეამოწმეთ ტაფის/ქვაბის/გამოსაცხობი ფორმის ძირი. ის სწორი უნდა იყოს ნაკაწრებისა და დეფორმაციის გარეშე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უმნიშვნელო დეფექტმაც კი შეიძლება პროდუქტი მიიკრას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, თუჯის ტაფა აირღუმელშიც გამოიყენოთ, მოსახსნელსახელურიანი შეარჩიეთ.

მოვლა

უმჯობესია, ცხელ წყალში, აბრაზიის წარმომქმნელი საშუალებების გამოყენების გარეშე გარეცხოთ. გამოგადგებათ ჩვეულებრივი საპნიანი წყალი. ნუ მოათავსებთ თუჯის ტაფას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. რჩევა: ყიდვისთანავე, თუჯის ტაფას/ ქვაბს/გამოსაცხობი ფორმას წაუსვით ცხიმის ფენა, თუნდაც ზეთის, მოათავსეთ ცხელ აირღუმელში და 1 საათი გააჩერეთ. ასე უფრო მეტად გაუხანგრძლივებთ მოხმარების ვადას.

კომენტარები

ideodub 2024-10-16 20:23
23; Bonferroni adjusted, P 1 priligy without prescription
ელზა 2022-06-06 18:24
სად იყიდება თუჯის ტაფები?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები