ნებისმიერ ახალ წელს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რისი წელი მოდის, განსხვავებული მენიუ და დახვედრა სჭირდება. ამჯერად ჩვენ წითელ მაიმუნს ვმასპინძლობთ საკუთარ სახლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მენიუც შესაბამისი უნდა მომზადდეს.
მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ მაიმუნის წლის დასახვედრად შედგენილი მენიუ ერთობ მარტივი და იოლად მოსამზადებელი იქნება დამწყები მზარეულისთვისაც კი. ჩინური ტრადიციების მიხედვით, მაიმუნის წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სხვადასხვა სახეობის თხილეული და კაკალი, რომელიც თავის მხრივ სიმდიდრისა და ბარაქის მომზიდველ სიმბოლოდ ითვლება. შეგიძლიათ მოამზადოთ კერძებიც ნიგვზიანი სოუსით ან საკმაზით. სუფრაზე
საახალწლო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს თევზეული. ამასთან ერთად თევზი სასურველია მოამზადოთ მთლიანად (შეწვათ ან მოხარშოთ დანაწევრების გარეშე). თევზი ჩინურად სისავსესთან ასოცირდება, ამიტომ დაუნაწევრებელი თევზის მიტანა სუფრაზე მომავალი წლის ხვავსა და ბარაქას უზრუნველყოფს თქვენს ოჯახში.