ახალი ყოველთვის უკეთესს როდი ნიშნავს. ეს წესი ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებულა. იქნებ ვცადოთ და მაღაზიაში ნაყიდი ძვირად ღირებული საშუალებების ნაცვლად ჩვენი ბებიების და დედების მრავალჯერ ნაცადი მეთოდები გამოვიყენოთ?
1. ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა
ლიმონი უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ძალიან ეფექტურად ებრძვის მრავალ ლაქას. ლიმონისა და მარლის ნაზავით ლაქების ამოყვანას შეძლებთ როგორც ტანსაცმლიდან, ისე რბილი ავეჯიდან. ასეთი ლაქების ამომყვანი ასევე ძალიან კარგია ბავშვების ტანსაცმლისთვის, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა.
2. როგორ ვუშველოთ დამწვარ ქვაბს
მიმწვარი ქვაბის გაწმენდა ადვილი რომ არ არის, ამაში ნებისმიერი დიასახლისი
დაგვეთანხმება, თუმცა არსებობს საშუალება, რომლიც ამ პროცედურას ნამდვილად გაგიმარტივებთ. ჩაასხით მიმწვარ ქვაბში წყალი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მიიყვანეთ წამოდუღებამდე. ამის შემდეგ ქვაბის გარეცხვა აღარ გაგიჭირდებათ.
3. სისუფთავისთვის ბრძოლის უნივერსალური მეთოდი
საჭმელი სოდა ნებისმიერი რამის გასწმენდად შეიძლება გამოიყენოთ. ის ადვილად აშორებს ჭუჭყს, ძალიან ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს. ასევე ძალიან კარგია სარეცხის გასათეთრებლად, მაცივრის გასაწმენდად.
4. ზეთი ფეხსაცმლის გასაპრიალებლად
თუ საყვარელი ფეხსაცმელი გაგიჭუჭყიანდათ ან გაგიცხიმიანდათ, მის გასასუფთავებლად ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ. დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი რბილ ნაჭერს და გაწმინდეთ ფეხსაცმელი, შედეგით გაოცებული დარჩებით.
5. არაქისის კარაქი თმისთვის
თუ თქვენი შვილის თმაში შემთხვევით საღეჭ რეზინს ან პლასტელინს აღმოაჩენთ, რაც არცთუ იშვიათად ხდება, გირჩევთ დასახმარებლად არაქისის კარაქს მიმართოთ. ნუ გაიფიქრებთ მაშინვე მაკარატელზე, წაუსვით დაზიანებულ ადგილს არაქისის კარაქი, ცოტა ხანი გააჩერეთ და მშვიდად მოაშორეთ საღეჭი რეზნი თუ პლასტელინი.
6. როგორ ვებრძოლოთ სარეველას
სისუფთავის დაცვა არა მხოლოდ სახლშია აუცილებელი, ეზოშიც. თუ თქვენ საკუთარ სახლში ცხოვრობთ და ეზოში სარეველა შემოგეპარათ, მას ადვილად გაუმკლავდებით ადუღებული წყლის მეშვეობით. უბრალოდ დაასხით ადუღებული წყალი და შედეგს თავად ნახავთ.
7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გაჭრა
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სარეცხი ღრუბლის გაჭრით თქვენ მოაგვარებთ როგორც ეკონომიურ პრობლემას, ისე შეებრძოლებით ბაქტერიებს. საქმე ის გახლავთ, რომ პატარა ზომის ღრუბელი უფრო მალე შრება, რაც თავისთავად ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
8. როგორ გავაპრიალოთ დანა-ჩანგალი
კბილის პასტა დანა-ჩანგლის და საერთოდ ვერცხლის გასაპრიალებელი შესანიშნავი საშუალებაა. დაადეთ ცოტაოდენი კბილის პასტა რბილ ნაჭერს და გააპრიალეთ ვერცხლი, შედეგი გაგაოცებთ.
9. კეტჩუპი და მარილი სისუფთავისთვის
დაუმატეთ კეტჩუპს ცოტაოდენი მარილი და ამ ნაზავით გაწმინდეთ სპილენძის ყავის მადუღარა ან ქვაბი. აბა ნახეთ, როგორ იპრიალებს თქვენი ნივთი.
10. სუფთა სამკაულები
მინერალური წყალი მარტო ორგანიზმისთვის როდი არის სასარგებლო. დაუმატეთ მას ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გამოიყენეთ ძვირფასი სამკაულების გასაწმენდად. დაგვიჯერეთ, ცდად ღირს.