8 უცნაური მეთოდი სამზარეულოს სწრაფად და ხარისხიანად დასალაგებლად


სამზარეულოს კარგად დალაგება მარტივი საქმე არ არის, ხეხვა, რეცხვა ყველა დიასახლისს ეზარება, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს ხოლმე. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომლიც დალაგების პროცესს შედარებით გაგიმარტივებთ და დროსაც დაზოგავთ.

1. კოკა კოლა გამწოვისთვის




იმისათვის, რომ ცხიმით გაჟღენთილი სამზარეულოს გამწოვი ძალიან მარტივად გაწმინდოთ მოათავსეთ ის ჭურჭელში, დაასხით კოკა კოლა და გააჩერეთ მთელი ღამე. მეორე დღეს ცხიმს ძალიან მარტივად მოაშორებთ. ამისთვის სულ 5 წუთი დაგჭირდებათ.

2. ალკოჰოლი ჭიქების საწმენდად



ალკოჰოლს ბოკალით არა მარტო მივირთმევთ, მის გასაწმენდათაც გამოდგება. თუ მინის, ბროლის
ჭიქას ვერ უბრუნებთ პირვანდელ სახეს და მასზე რაიმე ლაქები შენიშნეთ გაწმინდეთ ის ალკოჰოლისა და წყლის ნაზავით პროპორციით 1:1-ზე და ლაქები გაქრება.

3. ქაღალდის ხელსახოცი მაცივრისთვის





სამზარეულოს დალაგებას თუ გადაწყვეტთ მაცივარს გვერდს ვერ აუვლით. იმისათვის, რომ მაცივარი ადვილი დასალაგებლი იყოს გირჩევთ ბოსტნეულისა და ბოთლების ქვეშ ქაღალდის ხელსახოცები დააფინოთ, რომელიც ზედმეტ ტენს შეიწოვს და მაცივარი ძალიან აღარ გაგიჭუჭყიანდებათ ხოლმე.

4. მდუღარე წყალი მიკროტალღურისთვის



თუ მიკროტალღურის ხეხვა მოგბეზრდათ გაიმარტივეთ საქმე, მოათავსეთ მასში წყლიანი ჭურჭელი და წყალი 4-5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ორთქლი სასწაულს მოახდენს და თქვენი ღუმელი ახალივით იქნება.

5. ფქვილი ცხიმის წინააღმდეგ



თუ თქვენი გაზქურა არ არის სახარბილეო მდგომარეობაში, ვერ აშორებთ მიმწვარ ცხიმს, ხეხავთ მეტალის სახეხით და ნაკაწრებიც გაუჩნდა გირჩევთ გამოიყენოთ ფქვილი. მოაყარეთ ფქვილი დაზიანებულ და ცხიმიან ადგილს, გააჩერეთ ცოტა ხანი და აკურატულად მოაშორეთ.

6. ნახშირი სუნის წინააღმდეგ



თუ კარადაში ან მაცივარში უსიამოვნი სუნი შენიშნეთ სასწრაფოდ შეიარაღდით აქტივირებული ნახშირით, მას სუნის მკვლელი შეგვიძლია ვუწოდოთ.

7. მაიონეზი საპრიალებლად

 
 
დღესდღეობით ინტერიერის ყვავილებით გალამაზება ძალიან აქტუალურია. ბევრი საამისოდ ცოცხალ ყვავილებს იყენებს, ზოგი კი ხელოვნურს ანიჭებს უპირატესობას. თუ თქვენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით და გაქვთ ხელოვნური ყვავილები, დაუბრუნეთ მას პირვანდელი სახე, გაწმინდეთ მტვერი, შემდეგ კი წყლისა და მაიონეზის ნაზავი გადაუსვით, ასე ის ახალივით იპრიალებს. ეს მეთოდი ნებისმიერი პრიალა ზედაპირის გასაწმენდად გამოგადგებათ.

8. მეორე წინდის გამოყენება



თუ ცალი წინდა დაგეკარგათ მეორეს გადაგდებას ნუ იჩქარებთ, ის იატაკის მოსაწმენდად გამოგადგებათ. გაუკეთეთ იატაკის საწმენდ ჯოხს და ნახავთ, მშვენივარდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები