თუ თქვენი შვილის ან შვილების ცხოველთა სამყარომ დაგღალათ, აღარ იცით რა მოუხერხოთ მთელ სახლში მიმოყრილ ფუმფულა სათამაშოებს, დროა გადამჭრელ ზომებს მიმართოთ.
ჩვენ მიერ შემოთავზებული მარტივი იდეები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
საწოლის ქვეშ
მაქსიმალურად გამოიყენეთ საწოლის ქვეშ არსებული თავისუფალი ზონა და სათამაშოები ჯერ გორგოლაჭებიან კალათაში მოათავსეთ შემდეგ კი საწოლის ქვეშ.
გალიაში
ასეთი გალიის ტიპის კონსტრუქცია საკმაოდ ტევადია. გარდა ამისა, ელასტიური გისოსების წყალობით ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლება საკუთარი სათამაშოს გალიიდან გამოღება, თამაში და უკან დაბრუნება.
ხის გალიის დამზადებაც შეგიძლიათ საკუთარი ხელით, თუმცა პლასტმასის გალიის
ფეხსაცმლის ორგანაიზერში
ასეთი ფეხსაცმლის სტელაჟის ყიდვა დიდ ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი. ფუმფულა სათამაშოების შესანახად იდეალურია.
კალათებში
საამისოდ გამოგადგებათ ნებისმიერ ტიპის კალათა - დაწნული, პლასტმასის, ალუმინის. დააფიქსირეთ საკიდიდ კედელზე და დაკიდეთ მასზე კალათა ისე, რომ სურვილის შემთხვევაში ბავშვმა თვითონ მოახერხოს მთლიანი კალათის ჩამოხსნა.
თაროეზე
ასეთი თარო ადგილსაც დაგიზოგავთ და სათამაშოების კომპაქტურად განთავსებასაც შეძლებთ.
ჯაჭვზე
ეს უმარტივესი მეთოდია. უბრალოდ ჩამოკიდეთ თქვენთვის სასურველ ადგილას ასეთი პლასტმასის ჯაჭვი და სარეცხის სამაგრებით დაამაგრეთ მასზე სათამაშოები.
ჰამაკში
სათამაშოების ჰამაკის გაკეთება რთული არ არის. ამ სათავსოს უპირატესობა ის არის, რომ ზედმეტ ადგილს არ დაკარგავთ და სივრცეს დაზოგავთ.
კედლის ორგანაიზერში
ასეთი დასაკიდი ნაჭრის ორგანაიზერი შესანიშნავი ადგლია ბავშვის სათამაშოების შესანახად.