ყავა, ყინული და კიდევ 8 ხრიკი რეცხვისთვის, რომელიც დიასახლისებმა უნდა იცოდნენ


იმისათვის, რომ სარეცხი იდეალურად იყოს გარეცხილი და კარგი სურნელიც ჰქონდეს არ არის აუცილებელი ყოველთვის ძვირადღირებულ საშუალებებს მიმართოთ, ზოგჯერ შედეგის მიღწევა მარტივად, სახელდახელო საშუალებებითაც არის შესაძლებელი.

1. პირის ღრუს სავლები


სარეცხის მანქანა ბაქტერიების გამრავლების ერთ-ერთი კერაა. თუ სარეცხს დაბალ ტემპერატურაზე რეცხავთ ხოლმე ბაქტერიების გამრავლების საშიშროებც მატულობს. იმისათვის, რომ აგრეგატს მავნე ორგანიზმები მოაშოროთ გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები.

ეს ნივთიერება სარეცხის მანქანაში გამოყენების დროსაც იმ ეფექტს ახდენს, რასაც პირის ღრში, კლავს ბაქტერიებს და ანადგურებს უსიამოვნო სუნს. ამისათვის კი საჭიროა ცარიელ სარეცხის მანქანაში ჩავასხათ
120 მლ სავლები საშუალება და ჩავრთოთ სწრაფი რეცხვის რეჟიმი. ასე თქვენს მანქანას უსიამოვნო სუნი არ ექნება.

2.ყინული



გაგიკვირდებათ და ყინულის კუბებს დაკუჭული სარეცხის გასწორება შეუძლია. მოათავსეთ რამდენიმე ნივთი სარეცხის მანქანაში და ზემოდან 4-5 ცალი ყინულის კუბი დაადეთ. მანქანა ჩართეთ შრობის რეჟიმზე. ყინულის დნობის პროცესში წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც ასწორებს და აახლებს ნაჭერს. თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქ, ნაზ ნაჭრებს ეხება.

3. ეთერზეთები




თუ სარეცხის კონდიციონერი არ იძლევა იმ ეფექტს, რომელსაც მისგან მოელოდით გირჩევთ დასახმარებლად ეთერზეთებს მიმართოთ. თქვენს მიერ შერჩეული სულ რამდნიმე წვეთი ეთერზეთი ჩაამატეთ სარეცხის მაქნაში და სარეცხს საოცარი სურნელი ექნება. უფრო მეტი ეფექტისთვის კი კარადაში ეთერზეთით გაჟღენთილი ბამბის დისკი მოათავსეთ და საოცარი სურნელი არასდროს მიგატოვებთ. Lლიმონის ეთერზეთი ძალიან ეფექტურად ებრძვის ლაქებსაც.

4.საწური



დელიკატური ნივთები, რომლიც გაწურვას არ ექვემდებარება, აკურატულად მოათავსეთ საწურში და გააჩერეთ 10-15 წუთი.

5.ფოლგა



თუ რეცხვის შემდეგ თქვენი ტანსაცმელი დენს ირტყმევინება ფოლგა გიშველით. ფოლგის პატარა ნაჭერი დააბურთავეთ და მოათავსეთ სარეცხთან ერტად. ამ შემთხვევაში ფოლგა ანტისტატიკის ფუნქციასაც შეასრულებს და სარეცხიც შედარებთ მალე გაშრება.

6.შალის ძაფები




თუ გსურთ თქვენი სარეცხი რბილი და ნაზი იყოს მასთან ერთად სარეცხის მანქანაში მოათავსეთ ნეიტრალური ფერის 2-3 გორგოლა შალის ძაფი და ჩართეთ შრობის რეჟიმი.

7.ყავა



ყავა არა მარტო მხნეობას უბრუნებს ადამიანებს, არამედ სარეცხსაც ათეთრებს. ამისათვის სარეცხსი მანქანში, კონდიცონერის განყოფილებაში, ჩაასხით ნახევარი ლიტრი ყავა. შედეგი გაგაოცებთ.


8. შამპუნი

თუ ტანსაცმელზე ოფლის ლაქაა, გირჩევთ გასარეცხად შამპუნი გამოიყენოთ.

9. თმის კონდიციონერი

თმის კონდიციონერი ძალიან კარგად ასწორებს და არბილებს სარეცხს. გახსენით ცოტაოდენი კონდიციონერი თბილ წყალში და ჩაალბეთ მასში სარეცხი. კარგად გაავლეთ და შედეგი გაგაოცებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები