უნდა ავალაგოთ თუ არა დილაობით ლოგინი

თითქოს წესად არის ქცეული, პატარა ბავშვებსაც კი ასწავლიან მშობლები, რომ გაღვიძებისთანავე აუცილებლად უნდა აალაგან ლოგინი.
ლოგინის ალაგება კი ყველას როდი სიამოვნებს და უყვარს. თურმე ეს ცუდი სულაც არ არის, და აი, რატომ – ექიმები ირწმუნებიან, რომ საწოლოს გაღვიძებისთანავე ალაგება თურმე საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ფსიქოლოგები კი საპირისპიროდ ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ საწოლის ალაგებას ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა იმაზე, ავალაგოთ თუ არა, არამედ - როდის ავალაგოთ და რანაირად.


მაინც, რომელი მოსაზრებაა მართებული და როგორი საძინებელი ითვლება

იდეალურად, ლოგინალაგებული თუ ლოგინაულაგებელი?



თუმცა არსებობს მეორე მხარეც, მტვრის ტკიპები ძალიან პატარები არიან, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნევლები, ისინი არ იკბინებიან, არ გადააქვთ ინფექციური დაავადებები, თუმცა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგია, ასთმა, ეკზემა და სხვა.



ბრიტანელი ექიმი ჰიგიენისტი ეჯი მაკენზი მიიჩნევს, რომ საწოლის ალაგება ადამიანის გაღვიძებისთანავე არ არის მიზანშეწონილი, რადგან ასე ჩვენადუნებურად ვიცავთ ლოგინის პარაზიტებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამან კი შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.


ტკიპებს და ბაქტერიებს ძალიან უყვართ სითბო, რომელსაც ლოგინი ალაგების შემდეგ ინარჩუნებს. განსაკუთრებით კარგად მრავლდებიან ბაქტერიები იმ ადამიანების საწოლებში, რომლებიც ძილის დროს ოფლიანობენ. ამიტომ გირჩევთ, რომ ლოგინი გაღვიძებისთანავე არ აალაგოთ.
როდესაც საწოლს ზემოდან რამეს ვაფარებთ, მატრასი და თეთრეული არ სუნთქავს, ეს კი სულაც არ არის კარგი. ირღვევა ჰაერის ცირკულაცია, რაც ასევე იწვევს სოკოს გაჩენას.



იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ზედმეტ პრობლემებს, ჯობს უარი თქვათ საწოლის სქელ სინთეტიკურ გადასაფარებელზე. ასევე აუცილებელია ლოგინის თეთრეულის კვირაში ერთხელ გამოცვლა და მატრასის მტვერსასრუტით გაწმენდა.


სხვათა შორის, ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს უფრო კარგად სძინავთ, ვინც საწოლს რეგულარულად ალაგებს.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ლოგინის ალაგება არის ჩვევა, რომელიც ადამიანებს სხვა ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

ასე რომ, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა აალაგოთ, ოღონდ არა მაშინვე - ჯობს ცოტა ხანს განიავდეს ლოგინი, ფანჯარა გამოაღოთ ოთახში და ჰაერმა იტრიალოს. მერე კარგად გადაფერთხოთ და მხოლოდ ამის მერე აალაგოთ.

კომენტარები

ideodub 2024-10-19 03:11
cronadyn vs priligy Effects of the novel selective progesterone receptor modulator SPRM asoprisnil on bleeding patterns in subjects with leiomyomata

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები