როგორ გავასუფთავოთ აბაზანის სიფონი

აბაზანა სახლის ის ნაწილია, რომელიც მაქსიმალურ მოვლასა და სისუფთავეს მოითხოვს. ეს ადვილი საქმე როდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახი მრავალრიცხოვანია და განსაკუთრებით კიდევ მაშინ, თუ ოჯახის წვერებს გრძელი თმები აქვთ.



დღეს ჩვენ შევეცდებით გასწავლოთ, როგორ შეიძლება აბაზანის სიფონის მაქსიმალურად მარტივად და იაფად გაწმენდა.

დღე-ღამეში ადამიანი ასობით თმის ღერს კარგავს. მამაკაცის მოკლე თმა კანალიზაციას პრობლემას არ უქმნის, აი ქალბატონების გრძელი თმა კი ამ მხრივ მართლაც ძალიან საშიშია.



ამ პრობლემის მოსაგვარებლად
რამდენიმე ხერხი არსებობს, პირველი სიფონის დაშლაა, რომელიც სასიამოვნო პროცედურა ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ საყოფაცხოვრებო ქიმიასაც, თუმცა ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ დააზიანოთ მილები და სხვა ნაწილები.

არსებობს სიფონის გაწმენდის მექანიკური ხერხი, ისეთი, როგორიც არის ვანტუზით წმენდა. ამისათვის აბაზანას მთლიანად ავსებენ წყლით, შემდეგ აძრობენ საცობს და იყენებენ ვანტუზს, რომელსაც ენერგიულად ამოძრავებენ ვერტიკალურად. ამ დროს სიფონში გაჭედილი ჭუჭყი ზემოთ ამოდის და გასუფთავების პროცესი მარტივდება.



თუ სიფონში თმებია გაჭედილი ვანტუზი ნაკლებად ეფექტურია. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სპეციალური სახელურიანი ტროსი. ტროსს მოათავსებთ სიფონის ხვრელში და სახელურს დაატრიალებთ. თმები დაეხვევა ტროსს და ამოვა ზემოთ.



თუმცა ამ პროცედურის დროსაც არსებობს მილის დაზიანების საშიშროება. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ ბრჭყალებიანი ტროსი. ეს მოწყობილობაც უნდა შეიყვანოით კანალიზაციის მილში და მოუჭიროთ ბრჭყალებს. თუ ბრჭყალები ჩაეჭიდა გაჭედილ ნაგავს და იგრძნობთ სიმძიმეს.



ამ მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია არა მარტო ჩინეთიდან გამოწერით, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც. მისი გაკეთება თავადაც არის შესაძლებელი ჩვეულებრივი საწრუპით. მაკრატლით დაჭერით სპირალისებურად და გამოგივათ გრძელი ზამბარა, რომლითაც ასევე ადვილად შეძლებთ სიფონიდან ჭუჭყის ამოღებას.

საერთოდ კი ჯობს, სიფონს ზემოდან დაადოთ ხოლმე დამცავი და მისი გაწმენდა გაცილებით ადვილია, ვიდრე სიფონის. ასე მილებსაც უკეთ დაიცავთ. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები