ღუმელის გაწმენდა ყველაზე რთული საქმეა დიასახლისებისთვის, ამიტომაც არის, რომ მას ხშირად სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე და ამით საქმეს კიდევ უფრო ვირთულებთ. დროთა განმავლობაში ცხიმი უფრო მყარად ჯდება და მისი გაწმენდა კიდევ უფრო ძნელი ხდება.
ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით გაგიმარტივოთ საქმე და გთავაზობთ ღუმელის გაწმენდის რამდენიმე საკმაოდ ეფექტურ და აპრობირებულ ვარიანტს.
ქიმიური საშუალებები
იმისათვის, რომ ღუმელის წმენდის პროცესი შედარებით გამარტივდეს, კარგი იქნება მისი 50 გრადუსამდე გახურება 25-20 წუთის განმავლობაში. მოხსენით თაროები, რათა ხელი არაფერმა შეგიშალოთ. ღუმელის ქიმიური ხსნარებით დამუშავების დროს არ
სოდა და ძმარი
შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი პროპორციით 2:1-ზე. დაუმატეთ ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება. აღნიშნული მასა უხეში ჯაგრისით დაიტანეთ ღუმელის კედლებზე. გააჩერეთ რამდენიმე საათი.
უფრო მეტი ეფექტურობისათვის ამ ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის მჟავა.
საუკეთესო ღუმელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ნიშადურის სპირტი და წყალი
ამ მეთოდისთვსი თქვენ დაგჭირდებათ ორი ჭურჭელი. გაახურეთ ღუმელი 70 გრადუსამდე და გამორთეთ. გაავსეთ ერთი ჭურჭელი მდუღარე წყლით და მოათავსეთ ღუმელის ქვედა თაროზე, მეორე ჭურჭელში კი ნიშადურის სპირტი ჩაასხით და ზედა თაროზე მოათავსეთ.
ორივე ჭურჭელი ღუმელში მთელი ღამით დატოვეთ. დილით მოხსენით თაროები, ნიშადურის სპირტს დაუმატეთ თბილი წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაასველეთ ტილო და კარგად გაწმინდეთ ღუმელის კედლები.
შემდეგ ჯერზე უფრო მარტივი რომ იყოს
ეცადეთ არ მისცეთ ცხიმს საშუალება შეაშრეს თქვენი ღუმელის კედლებს. მოხმარების შემდეგ, გაცივდება თუ არა, ეცადეთ მაშინვე გაწმინდოთ. ასე საქმეს ბევრად გაიმარტივებთ და არც დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. რაიმეს შეწვის დროს კი ეცადეთ გამოიყენოთ ფოლგა და ასე დაიცვათ თქვენი ღუმელი და გამწოვი ცხიმიანი შხეფებისგან.