ეკოლოგიური და პრაქტიკული: 5 ნატურალური საწმენდი საშუალება სახლისთვის


ექსპერტები საყოფაცხოვრებო ქიმიას ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ მიიჩნევენ.
ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, აბა, სცადეთ და სახლის დალაგების დროს ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები გამოიყენეთ, მით უმეტეს, რომ ისინი სახლში ყველას გაქვთ და არც ძვირი ღირს.

1.სარეცხის ფხვნილი


სარეცხი ფხვნილი შეიცავს ამიაკს, რაც აბინძურებს ჩვენს მდინარეებს და სერიოზულ პრობლემას უქმნის ეკოსისტემას. სცადეთ და სარეცხის გასარეცხი საშუალება თავად მოამზადეთ.
თქვენ დაგჭირდებათ სარეცხის საპონოი, სოდა, ნატრიუმის მარილი და ბლენდერი ან ხორცსაკეპი მანქანა.
ყველაფერი ეს აურიეთ ერთმანეთში ბლენდერის მეშვეობით.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები



ჭურჭლის სარეცხი საშუალებები შეიცავს
ფოსფატს რაც ასვე ხვდება მდინარეებში და აბინძურებს გარემოს.
ეს ჭურჭლის სარეცხი საშუალების უსაფრთხო რეცეპტია, რომლის მომზადებაც თავადაც შეგიძლიათ. ერთი ჭიქა სოდა, მეოთხედი ჭიქა ლიმონის მჟავა და ამდენივე მსხვილი მარილი.
ერთი სადილის კოვზი აღნიშნული ნაზავი საკმარისია ერთი საშუალო ჩატვირთვისთვის.

3. უნივერსალური საწმენდი საშუალება




ნუ დაივიწყებთ ძმარს. ის ძალიან კარგად აშორებს თეფშზე მიმხმარ საჭმლის ნარჩენებს და შესანიშნავად წმენდს გაზქურას.

4. სველი ხელსახოცი

ეს საშუალება ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. დაასველეთ ნაჭერი ძმარში და ჩაის ხის ზეთში და მოათავსეთ თავდახურულ ჭიქაში. გაწმინდეთ რაც გნებავთ, შედეგით თავადაც გაოცებული დარჩებით.

5. აბაზანის საწმენდი საშუალება

უბრალოდ აურიეთ ერთმანეთში სოდა და საჭმელი მარილი, გაწმინდეთ ამ საშუალებით კაფელი, მეტლახი და ყველაფერი, რაც გნებავთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები