როგორ შეიძლება გავაფუჭოთ ტანსაცმელი - 14 უნებური შეცდომა


დროთა განმავლობაში ნებისმიერი სამოსი კარგავს ფორმას, თუმცა ხანდახან ჩვენდაუნებურად ხდება ისე, რომ ვაჩქარებთ ამ ტანსაცმლის გაფუჭების პროცესს. ამჯერად ვისაუბრებთ მიზეზებზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პროცესი.

1.საშრობის ხშირი გამოყენება



საშრობის ხშირი ხმარება ტანსაცმლის გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზია.

2. მძიმე ტანსაცმლის საკიდზე დაკიდება



არსებობს ისეთი ტიპის ტანსაცმელი, რომელსაც არ უხდება საკიდზე დაკიდება. სქელი ჯემპრები, ნაქსოვი სვიტრები უმჯობესია დაკეცოთ და ისე შეინახოთ.

3. წინსაფარზე უარის თქმა



სამზარეულოში ფუსფუსის დროს ნუ დაგავიწყდებათ და დაგეზარებათ წინსაფრის გაკეთება, რათა თავი აარიდოთ ტანსაცმლის დალაქავებას.

4. დალაქავებული ტანსაცმლის შენახვა



რაც უფრო მეტ ხანს დატოვებთ ლაქას ტანსაცმელზე მით უფრო რთულია მისი ამოყვანა. ამიტომ ეცდეთ დალაქავებული ტანსაცმელი მალევე დაამუშავოთ.

5. ტანსაცმლის სპორტულ ჩანთაში დატოვება


თუ ვარჯიშის შემდეგ ოფლიან ტანსაცმელს ჩანთაში დატოვებთ უსიამოვნი სუნის მოშორება გაგიჭირდებათ.

6. სპორტული ეკიპირების საშრობში გაშრობა



თუ სპორტული ტანსაცმლის გაფუჭება გინდათ ის საშრობში უნდა გააშროთ.

7. სპორტული ტანსაცმლის კონდიციონერით გარეცხვა


კონდიციონერი უხდება თეთრეულს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სპორტულ ტანსაცმელს.

8. რეცხვის წინ ჯიბეების არშემოწმება



აუცილებლად შეამოწმეთ ხოლმე რეცხვის წინ ტანსაცმლის ჯიბეები, რათა თავიდან აიცილოთ სარეცხი მანქანის დაზიანება სხვადსხვა სახის ნივთებით, მაგალითად გასაღებით ან რკინის მონეტებით.

9. ელვა შესაკრავის ღიად დატოვება



ესეც ტანსაცმლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზია. ეცდეთ რეცხვის წინ აუცილებლად შეკრათ ელვა შესაკრავი.

10. სარეცხი ტომრის არგამოყენება



დიდი შეცდომაა თუ ფიქრობთ, რომ თუ დელიკატურ ნივთებს დელიკატურ რეჟიმზე გარეცხვათ აუცილებლად დაიცავთ. საამისოდ უნდა გამოიყენოთ სპეციალური ტომრები.

11. ჯინსების არასწორი რეცხვა



ჯინსები ყველა ოჯახშია, თუმცა ბვერმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა გარეცხოს ის სწორად. თუ გინდათ თქვენი ჯინსი დიდხანს გემსახუროთ აუცილებლად შეარჩიოთ ყველაზე მოკლე რეჟიმი და დაბალი გრადუსი, ასევე შეარჩიეთ ნაკლები ბრუნი. აუცილებლად უნდა ამოატრიალოთ და შეკრათ ელვა შესაკრავი.

12. ყოველთვის ცხელი წყლის გამოყენება



თანამედროვე სარეცხი საშუალებები მშვენივარ აშორებს ჭუჭყს დაბალ ტემპერატურაზეც. არ არის აუცილებელი ყოველთვის მაღალი ტემპერატურის გამოყენებ. ცხელი წყალი ნაჭერს ახუნებს და ფერს უკარგავს.

13. სარეცხი ფხვნილის დოზირება



არ ღირს სარეცხი ფხვნილის თვალის ზომით გამოყენება, ეცადეთ ზუსტად დაიცვათ დოზირების წესები.

14. ნივთების ერთად შენახვა



ერთად შეყრილი და შეკუჭული ნივთები იკუჭება და ფუჭდება, გირჩევთ დაახარისხოთ და დაკეცილი და საკიდზე დაკიდებული შეინახოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები