მათ ვერც ერთი დიასახლისი ვერ იტანს, მათ გამო ხშირად სულ ახალი პროდუქტების გადაყრა გვიწევს ხოლმე, განსაკუთრებით ბურღულეულს ემტერებიან, თუმცა არც ჩირსა და ორცხობილებზე ამბობენ უარს. თუ ვერ შეამჩნიეთ ორ კვირაში ჭერი თეთრი მატლებით გადაიპენტება.
სამწუხაროდ მას ვერც ერთი აეროზოლი თუ წებოვანი გამანადგურებელი საშუალება შველის. ერთდაერთი ხსნა მათი პოვნა და განადგურებაა.
თუ შენიშნეთ, რომ სახლში ჩრჩილი დაფრინავს აუცილებლად უნდა მიაგნოთ ბუდეს.
პირველ რიგი შეამოწმეთ ყველა კარადა. გაითვალისწინეთ, რომ ჩრჩილს უყვარს სითბო და ჩაის კოლოფშიც კი შეიძლება დაბინავდეს.
ჩრჩილს განსაკუთრებით უყვარს ჩირი,
კარგად შეამოწმეთ ყველა კოლოფი. თუ რომელიმე მათგანზე სულ პატარა აბლაბუდის ქსელი მაინც შენიშნეთ აუცილებლად გადააგდეთ.
როდესაც ამ პროცედურას დაამთავრებთ შეამოწმეთ ცარიელი მინის ტარა და საპურეც კი, კარადის კუთხეები და უჯრები.
შემდეგი ეტაპი ყველაფრის წყალში გაზავებული ძმრიანი ტილოთი დამუშავებაა. კარგად დაათვალიერეთ ჭერი, შეგიძლიათ მტვერსარუტითაც გაწმინდოთ.
დაიმახსოვრეთ, ჩვეულებრივ მუყაოს კოლოფში ჩრჩილი ძალიან მარტივად შეფრინდება, ეს მისთუის პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ გირჩევთ ბურღულეულის და ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების შესანახად ისეთი ჭურჭელი შეარჩიოთ, რომელიც მჭიდროდ, ჰერმეტულად იხურება ან გირჩევთ პროდუქტი ცოტა რაოდენობით შეიძინოთ და ხშირ-ხშირად.
ჩრჩილს არ უყვარს ნიორი, პიტნა, ფორთოხლის ქერქი, დაფნის ფოთოლი.
ამ პროდუქტების ახლომახლოს ის უბრალოდ არ ბინადრობს., ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია, რომელიც აუცილებლად სათქვენოდ უნდა გამოიყენოთ