5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სახლში არეულობაა


სწორად შენახული ნივთები იმის გარანტიაა, რომ თქვენი სახლი იქნება უფრო ნათელი, მოწესრიგებული და კომფორტული, თუმცა ყველამ როდი იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს. გაგაცნიობთ რამდენიმე შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ და პრობლემას თავიდან აიცილებთ.

1. თუ დიდხანს ეძებთ საჭირო ნივთს



ნივთის სწორად შენახვის მთავარი პრინციპი ის არის, რომ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი ქონდეს მიჩენილი. თუ საჭირო ნივთს ვერ პოულობთ ე.ი. ეს პუნქტი მოსაწესრიგებელი გაქვთ.

2. თუ სახლში ზომაზე მეტი გაქვთ შესანახი სისტემა



ნივთების შენახვის დროს არსებობს ორი უკიდურესობა, როდესაც ბინა პატარაა
და შესანახი სისტემის დეფიციტია და მეორე, საჭიროზე მეტი კარადა თუ უჯრა. დაგვიჯერეთ, ამ უკანასკნელის დროსაც შესაძლოა შეგექმნათ დისკომფორტი. ამ პრობლემის მოგვარებაში კი ცალკე ოთახი დაგეხმარებათ, რომელიც სპეციალურდ ნივთების შესანახად იქნება გამოყოფილი.

3. როდესაც ტანსაცმელი სეზონების მიხედვით არ არის დახარისხებული



იმისათვის, რომ საჭირო ნივთს სწრაფად მიაგნოთ და დრო არ დაკარგოთ გირჩევთ ტანსაცმელი ყოველთვის სეზონების მიხედვით დაახარისხოთ.

4. როდესაც კარადა მუდმივად მოუწესრიგებელია



ეცადეთ, რომ კარადა სულ მოწესრიგებული იყოს, არეულ კარადაში ნივთის მოძებნა ძალიან რთულია, თუ ტანსაცმლის დაკეცვა გეზარებათ ეცადეთ მრავალგანყოფილებიანი კარადა შეიძინოთ. ასე ნივთების დახარისხება ბევრად მარტივია.

5. როდესაც ოთახში ძალიან ბევრი ნივთია



ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნივთი - ესეც გარკვეულწილად შეცდომაა.
ეცადეთ ერთი ნივთი მეორეთი შეცვალოთ, ეს ჩვევა ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები