ეს მეთოდები აპრობირებულია, ასე რომ, სისუფთავე გარანტირებული გაქვთ
პრიალა თეფშები და ჭიქები
თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ჭიქები და თეფშები არც ისე პრიალებს შეგიძლიათ შემდეგ ხერხს მიმართოთ|:
ამოიღეთ ფილტრი, რომელიც სარეცხის მანქანის ფსკერზე მდებარეობს და მოათავსეთ რამე ჭურჭელში, დაასხით ცხელი წყალი და დააყარეთ ფხვნილი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის. გააჩერეთ ერთი საათით და გაუკეთეთ ისევ მანქანას. ასე ფილტრს ზედმეტი ცხიმი მოშორდება და თავის ფუნქციას უპრობლემოდ შეასრულებს.
მბზინავი სარკე
რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ბევრი ძვირადღირებული
დააყენთ მაგარი ჩაი, ჩაასხით ფიალაში და ამ ნაყენით გაწმინდეთ ფანჯარა. აირეთ სუფთა ქაღალდის ხელსახოცი და გაამშრალეთ ზედაპირი.
არომატული მტვერსასრუტი
დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მეთოდის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ. მაშ ასე, თუ ოთახს მტვერსასრუტით ასუფთავებთ გარდა იმისა, რომ აიღებთ მტვერს შესაძლებელია ოთახს სასიამოვნო სურნელიც მიანიჭოთ. ამის გაკეთება კი აი, როგორ არის შესაძლებელი. აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი, წაუსვით თხევადი ვანილის ექსტრაქტი, დახიეთ პატარ პატარებად და შეასრუტინეთ მტვერსასრუტს, ამის შემდეგ თქვენი ოთახი სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთება.
ამ პროცედურის წინ გირჩევთ მტვერსასრუტი კარგად გაწმინდოთ და ისე შეუდგეთ საქმეს.