სუფრის ლამაზად და მოდურად გაწყობის ხერხები

ბევრისთვის ოჯახური ვახშამი - დროის სასიამოვნოდ გატარება და ოჯახური ტრადიციაა. რომელშიც მნიშვნელოვანი როლი, კერძებთან ერთად, სუფრის გაწყობასაც ენიჭება. მაგიდაზე სწორად განლაგებული ჭურჭელი კარგი განწყობისა და დღესასწაულის შეგრძნებას იწვევს. ლამაზად გაშლილი სუფრა სტუმრებისა და ახლობლებისადმი სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვის ნიშანიც არის და დიასახლისის ერთგვარი სიამაყის მიზეზიც.

* აუცილებლად იდეალურად სუფთა და გაუთოებული გადასაფარებელი უნდა შეარჩიეთ. თუ ოჯახური ვახშამი გაქვთ, ნახატიანი სუფრაც გამოგადგებათ.


* თეფშები - ძირითადი და ცივი კერძებისთვის ერთმანეთზე უნდა იყოს დალაგებული. მათგან მარცხენა მხარეს - პურის თეფში. რა თქმა უნდა

ყველაფერი მაგიდაზე დალაგებული კერძებზე დამოკიდებული, მაგრამ სუფრის გაშლის კლასიკური მეთოდი სწორედ ასეთია.
* თეფშებიდან მარცხენა მხარეს იდება ორი ან სამი ჩანგალი. მარჯვენა მხარეს - დანა. დანა მჭრელი მხარით იდება თეფშისკენ, ჩანგლები `კბილებით~ ზევით. ჭამა უნდა დაიწყოთ იმ ჩანგლით, რომელიც თეფშთან ყველაზე ახლოს დევს.


თეფშის წინ იდება ჭიქები - სირჩა, ბოკალი, ფუჟერი.
* მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სუფრის გაშლისას ყურადღება უნდა მიაქციოთ - წვნიანის კოვზი თეფშის გვერდით კი არა, ზედა მხარეს იდება.
* სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ხელსახოცი. სადილობისას მის გარეშე სისუფთავეს ვერ შინარჩუნებთ. გარდა ამისა, გამოყენებითი როლის გარდა, მას დეკორატიული დატვირთვაც აქვს. სუფრაზე შეგიძლიათ ან ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცები ჩამოარიგოთ. იგი შეგიძლიათ ან თეფზე დადოთ ან თეფშის გვერდით.


* სადღესასწაულო სუფრის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება ყვავილები. მაგიდა შეგიძლიათ ცოცხალი თაიგულით გააფორმოთ. ან დეკორტაიული ყვავილების კომპოზიციით. სუფრას მცენარეები რომანტიკულ იერს სძენს.


* ზამთარში, ყვავლების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაძვის ტოტები, გირჩები. სუფრაზე იდეალურად გამოიყურება ყვითელ-წითელი ფოთლების ტოტებიც.
სადილისთვის სუფრის გაშლა ერთგვარი ხელოვნებაა, სადაც ერთმანეთს იდეალურად უნდა ერწყმოდეს კერძები, ჭურჭელი, მაგიდის გადასაფარებელი, დეკორი. ასეთი წვეულება სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები