ნივთები, რომელიც ახალ წლამდე სახლიდან უნდა მოაშოროთ


 მოაწესრიგეთ სახლი და გონება

დეკემბერი შესანიშნავი დროა იმისთვის, რათა გაისტუმროთ ვალები, მოიშოროთ თავიდან ყველა უსარგებლო ნივთი, საბოლოოდ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში და ამ გრძნობებზ ე სხვებსაც ესაუბროთ. და ბოლოს, მოიშოროთ თავიდან ყველა უსარგებლო ნივთი.
ძველი ქვითრები, გაზეთები, მისალოცი ბარათები, ფუმფულა სათამაშოები, ტანსაცმელი, რომელსაც ა|ღარ ხმარობთ.
მოაწესრიგეთ სახლი და მოიწესრიგეთ გონება. მაშ ასე, რითი უნდა დაიწყოთ და რა უნდა მოიშოროთ თავიდან პირველ რიგში.

1.ძველი ქაღალდები


იქნება ეს ქვითრები, კინოს ბილეთები, ჩეკები თუ სხვა რამ.

2. ვადაგასული ნივთები



დაწყებული მედიკამენტებით პარფიუმერიით დამთავრებული - რაც აღარ
გამოგადგებათ აუცილებლდ გადაყარეთ.

3. გაფუჭებული ნივთები



გატეხილი ტოსტერი, ფეხსაცმელი, მაგნიტოფონი, რომელიც აღარ გაკეთდება და ა.შ.

4. უსარგებლო საჩუქრები



საჩუქრები რომელიც არ გაჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ არ დაგჭირდებათ ან გააჩუქეთ, ან უბრალოდ გადაყარეთ.

5. დაპატარავებული ნივთები



ყველა ქალს აქვს სახლში ნივთები, რომელიც აღარ ერგება თუმცა ვერ ელევა იმის იმედით, რომ წონაში დაიკლებს და ისევ მოირგებს. წლები კი გადის. დროა, დაუმშვიდობოთ ასეთ ნივთებს.

6. სამახსოვრო ნივთები



გეთანხმებით, ბევრი ისეთი ნივთი არსებობს, რომელიც ტკბილ მოგონებებს უკავშირდება, თუმცა მათი რიცხვი თანდათან მატულობს და ჩვენი ბინის დიდი ადგილსაც იკავებს. გირჩევთ გადახედოთ ამ ნივთებს, დაალაგოთ პრიორიტეტებად და რაც არც ისე ძვირფასია თავიდან მოიშოროთ.

7. ნივთები კატეგორიიდან "იქნებ რამეში დამჭირდეს"



ასეთი ნივთები ყველა ჩვენგანს უხვად აქვს, თუმცა გადის წლებიდა მათ არც კი ევეხებით. კარგად დაფიქრდით, რეალურად გჭირდებათ ისინი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები