7 ფაქტორი სახლში, რომელიც დიასახლისის ხასიათზე მიუთითებს


ფსიქოლოგების მტკიცებით, ადამიანის ხასიათზე არა მარტო მისი თვისებები და ჩვევები მეტყველებს, არამედ სახლიც. არეული სახლი, გასარეცხი ჭურჭელი, მიყრილი ნივთები მიუთითებს იმაზე, როგორი ადამიანი ბრძანდებით და როგორ წარმართავთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი უილიმ ჯემსი ერთ-ერთ საკუთარ ნაშრომში საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის ამოცნობა შესაძლებელია არა მხოლოიდ მისის ხასიათის შტრიხებით, არამედ იმ ნივთებით, რომელსაც ის თავისად მიიჩნევს, იქნება ეს ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი თუ სხვა რამ. Eეს ნივთები პიროვნების ნაწილია. სახლის ინტერიერც ასევე "მე"-ს ნაწილია. ამიტომ, თუ ყურადღებით დააკვირდებით ამა თუ
იმ ადამიანს საცხოვრებელს თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ დასკვნა თავად ადამიანის შესახებ.

პირველ რიგში რაც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ეს არის წესრიგი ან ქაოსი.
ფსიქოლოგების აზრით, ზედმიწევნით მოწესრიგებული გარემი მეპატრონის მკაცრ პრინციპებსა და შინაგან ჰარმონიაზე მეტყველებს.
არეული სახლი კი მეპატრონის გაფანტულობისა და უპასუხისმგებლობის ნიშანია. ეს საკმაოდ მარტივი და სწორი დახასიათებაა, თუმცა ადამიანის ფსიქოტიპის ასახნსელად საკმარისი არ გახლავთ, ამ დროს სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი.

ამჯერად კი გთავაზობთ 7 ფაქტორს, რომელიც სახლში მიუწესრიგებელი დიასახლისის არსებობაზე მიგვითითებს.

1. ჭუჭყიანი ფანჯრები



გარდა იმისა, ფანჯრების წმენდა ხშირად პრობლემებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ შრომატევადი პროცესია ის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სახლის პატრონს გარშემომყოფთაგან იზოლირება და დამალვა სურს.Mმას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. Eეს გახლავთ ძალიან მგძნობიარე და სენტიმენტალური ტიპის ადამიანები.

2. არეული კარადა



ერთი შეხედვით სახლი შეიძლება დალაგებული, მოწესრიგებული იყოს, გარეცხილი ჭურჭელითა და მოწმენდილი იატაკით, თუმცა თუ ღრმად შევიხედებით და კარადებს შევამოწმებთ არეულობას აღმოვაჩენთ. როგორც წესი, ასეთი გარემო დრამატული ტიპის ადამიანებს აქვთ, რომელთაც უყვართ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დადებითი თვისებების გამომზეურებას და ურყოფითი თვისებების მიჩქმალვას.

3. გასარეცხი ჭურჭელი



გასარეცხი ჭურჭელი ბინძურ დიასახლისს როდი ნიშნავს. ფსიქოლოგების ახსნით, ეს ოჯახზე შეყვარებული დიასახლისის დამახასიათებელი ნიშანია. მოვალეობასა და სიამოვენაბს შორის ასეთი ქალბატონები ყოველთვს უკანასკნელს ირჩევენ, მოსაწყენ ჭურჭლისრეცხვას კი სხვას გადააბარებენ. ისინი ცხოვრობენ დღევანდელი დღით და ნაკლებად ფიქრობენ მომავალზე. არიან ძალიან გახსნილები და მეგობრულები.

4. მოუწესრიგებელი აბაზანა



მოწესრიგებული, სუფთა აბაზანა, ძვირფასი შამპუნები თუ საცხები მიუთითებს იმაზე, რომ დიასახლისი ზრუნავს, უვლის საკუთარ თავს. მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი საპირფარეშო კი პირიქით, დიასახლისის დაუდევრობის ნაშანია.

5. საწოლის ქვეშ დამალული წინდები



როგორც წესი, ასე მომჭირნე ადამიანები იქცევიან, რომელთაც არ უყვართ ფულის ხარჯვა და დახარჯვას შეგროვება ურჩევნიათ. მთავარია, ეს ჩვევა სერიოზულ სიძუნწეში არ გადაეზარდოთ.

6. ჭუჭყიანი გაზქურა



გასაწმენდი გაზქურა, გასარეცხი ჭურჭელი ნიშანია იმისა, რომ დიასახლისს დეპრესია აქვს. გეთანხმებით, შესაძლოა ქალბატონებს დრო არ რჩებათ დასალაგებლად, თუმცა ამ ფაქტს ფსიქოლოგიური ახსნა მაინც მოეძებნება, ქალს დაკარგული აქვს ინტერესი, რომ გარემო, რომელშიც ის იმყოფება იყოს სუფთა და მოწესრიგებული.

7. ძველი  ნივთები



რეგულარული რევიზია ის პროცედურაა, რომელიც იძლევა საშუალებას სახლი ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან გაათავისუფლოთ და მოაწესრიგოთ.
თუ არ გსურთ ძველი, გატეხილი ნივთების გადაყრა ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ.
ეს კონსერვატიული ტიპის ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია, რომელთაც ცხოვრებაში არაფრს შეცვლა არ სურთ. მსგავსი დამოკიდებულება ძველმანებისადმი შესაძლოა ნევროზის ნიშანიც იყოს.


კომენტარები

2023-08-26 16:19
დიასახლისი და ქალბატონი ტექსტში გაიგივებული გაქვთ და ძალიან შეურაცხმყოფელია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები