ქალებს, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ სახლში, არ უყვართ სახლის დალაგებისას ქიმიური საშუალებებით გამოყენება. არსებობს უამრავი შინაურული რეცეპტი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საწმენდი საშუალების შერევით შინ სასურველი სისუფთავე მიიღწევა შეიძლება. თუმცა ამ საყოფაცხოვრებო ნივთიერებების ერთმანეთში შერევით შეიძლება ოჯახს საფრთხე შეუქმნათ.
თუ ძვირად ღირებული საშუალებების გამოყენება არ გინდათ და ბებიების რეცეპტით სარგებლობთ, გაითვალისწინეთ: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთიერება შეიძლება ერთმანეთთან რეაქციაში შევიდეს, მომენტალურმა დუღილმა შეიძლება სახე დაგიწვათ ან მომწამვლელმა გაზებმა ცხვირ-ხახა და ფილტვები დაგიზიანოთ.
საჭმელი სოდა და ძმარი
ცალ-ცალკე კარგად ასუფთავებს სამზარეულოსა და სააბაზანოს ზედაპირებს, მაგრამ ერთად შუშხუნა
წყალბადის ზეჟანგი და ძმარი
სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად ასეთი რეცეპტიც არსებობს, მაგრამ იგი უსაფრთხო არაა. წყალბადის ზეჟანგისა და ძმრის შერევით წარმოიქმნება მჟავა, რომელსაც თვალების, კანის და ფილტვების გაღიზიანება შეუძლია.
ქლორი და ძმარი
ნებისმიერი მწმენდავი საშუალება შეიცავს ქლორს. "ქლორინოლიც" რომ ეწეროს, იცოდეთ, რომ ეს იგივე ქლორია, ოღონდ, მარკეტინგული გათვლით.
ქლორის ძმართან შერევა დაუშვებელია. მას შეუძლია გამოიწვიოს თვალების წვა, გაგუდვის შეგრძნება ან ხველება.
პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ტყვე ჯარისკაცებს ქლორისა და გაზისწარმომქმნელი ნივთიერებების მეშვეობით გუდავდნენ. დაინდეთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
ქლორი და ამიაკი
მათი შერევით ტოქსიკურ გაზს ქლორამინს მიიღებთ. ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ქლორის შესუნთქვას. გახსოვდეთ, რომ ბევრი მწარმოებელი საწმენდი საშუალების დამზადებისას ამიაკს იყენებს. ამიტომ, ორმაგი სიფრთხილე გმართებთ.
ქლორი და სპირტი
საშინლად მომწამვლელი ნარევი გამოდის, მისგან გამოწვეულ თავის ტკივილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიამებთ.
წესად აქციეთ, რომ ქლორი, მათეთრებელი სითხეები, საწმენდი ფხვნილები და უნიტაზის იხვი, წყლის გარდა, არაფერს შეურიოთ. გახსოვდეთ, რომ უამრავი მწმენდავი საშუალება შეიცავს ძმრის მჟავას, ამიაკსა და სხვა ნივთიერებას. მაგრამ შემადგენლობაში შეიძლება მითითებული იყოს: ან "ქლოროვანი მჟავა", ან "ნატრიუმის ჰიპოქლორიდი". ასე, რომ არანაირი ნარევის დამზადებას არ გირჩევთ, მხოლოდ წყლით გააზავეთ