7 ყველაზე ბინძური საგანი თქვენს სახლში

 

სახლში ყოველთვის მოიძებნება ნივთები, რომლებიც მიკრობების ბუდეა. როცა სახლს ალაგებთ, ყოველთვის გაინთვალისწინეთ, რომ ამ ნივთებს უბრალო წმენდა არ ჰყოფნით. წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ბინძურ ნივთს თქვენს სახლებში.

ბოსტნეულისა და ხორცის დასაჭრელი ფიცარი
დასაჭრელი ფიცარი ანუ დაფა უსათუოდ გულმოდგინედ უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით და კარგად გაამშრალოთ. რეკომენდებულია მინიმუმ 6 დაფის ქონა: უმი ქათმის, თევზის, ხორცის დასაჭრელად, მოხარშული პროდუქტებისთვის, ბოსტნეულისა და პურისთვის.

სახლის ტელეფონის ყურმილი
ტელეფონის აპარატი 2-3 დღეში ერთხელ აუცილებლად კარგად გაწმინდეთ ჯერ სველი და შემდეგ მშრალი ჩვრით.

ჭურჭლის

სარეცხი ღრუბელი
ჭურ­ჭლის სარეცხი ღრუბელი უნდა გამოცვალოთ კვირაში ერთხელ.

სააბაზანოს შხაპის ფარდა
შხაპის ფარდა თვეში ერთხელ მაინც უნდა გავრეცხოთ.

ნაგვის ყუთები სამზარეულოსა და აბაზანაში
ნაგვის ყუთები და სათლები თვეში 2-ჯერ გულდასმით გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა
რეზინის დეტალები, რომელზეც გროვდება მიკრობები, კვირაში ერთხელ გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

სარეცხი მანქანა
რეზინის დეტალები თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

კომენტარები

ტატა 2015-11-25 13:16
დასაჭრელი დაფები აუცილებლად გარეცხეთ სოდით ყოველი ხმარების შემდეგ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები