შეფები სამზარეულოს მოსაწყობად დიასახლისებს რჩევებს აძლევენ - მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა დაიგეგმოს სამზარეულო

პროფესიონალური სამზარეულოები ისეა მოწყობილი, რომ მომზადების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იყოს. რატომაც არ გავითვალისწინოთ ის ხრიკები, რომლითაც რესტორნის შეფები სარგებლობენ? მით უმეტეს, რომ ეს წესები უნივერსალურია და მათ გასათვალისწინებლად სულაც არ არის საჭირო რესტორნის შეფი იყოთ, ნებისმიერი დიასახლისისთვის აქტუალურია. მაშ ასე, მოდით მოვაწყოთ სამზარეულო პროფესიონალურად.

1. განიერი სამუშაო ზედაპირი


სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანს კერძიდან კერძამდე გადაადგილებაში ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. სწორედ ამისთვის არის სამუშაო ზედაპირი და მისი ხაზი, რომელიც უმჯობესია, იყოს მაქსიმალურად ფართო და ტევადი, რათა მზარეული არ დაბრკოლდეს. იდეალური
სამზარეულოს ზედაპირის სიგანე 90-150 სმ-ია. თუ სამზარეულო პატარაა, მაშინ გირჩევთ ქურასა და ნიჟარას შორის გამოყოთ სამუშაო ადგილი.

2. ღია შესანახი სისტემები


ღია თაროები იძლევა საშუალებას საჭირო პროდუქტი თუ ჭურჭეელი მაქსიმალურად საწრაფად მოიძიოთ და აიღოთ. გარდა ამისა, არ მოგიწევთ ჭუჭყიანი, ცხიმიანი ხელით კარადის კარებან შეხება.

3. მაქსიმალურად მაგარი ზედაპირი


რესტორნებში სამუშაო ზედაპირს მეტალისგან ამზადებენ, რათა მასზე ცხელის დადგმა შეიძლებოდეს, ასევე ცომის დამუშავება, თუმცა რაც შეეხება ჭრის პროცესს, უმჯობესია გამოიყენოთ დაფა, რადგან მეტალთან შეხებისას დანა შეიძლება დაბლაგვდეს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უჟანგავი ფოლადი ან მისი თვისებების მქონე სხვა ალტერნატიული მასალა, დღეს ბაზარზე ამის საშუალება არსებობს.

4. ხარისხიანი ტექნიკა და ჭურჭელი

მზარეულისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მოხერხებული ჭურჭელი, რათა არაფერმა დააბრკოლოს. საამისოდ კი ცეცხლგამძლე სახელურები ქვაბზე ძალიან კარგია, რათა დიასახლისმა ხელის მოკიდება ისე შეძლოს, რომ არ დაეწვას. ოპტიმალური მასალა თუჯი და სქელი ალუმინია. ცილის ასათქვეფად ალუმინის ჭურჭელი არ ივარგებს. ამ შემთხვევაში უკეთესი სპილენძია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ტექნიკა. უმჯობესია, ეკონომია ისეთ ნივთებზე გააკეთოთ, რომლითაც არც ისე ხშირად სარგებლობთ და კარგი ტექნიკა შეიძინოთ.

5. პროფესიონალური შემრევი


რესტორნებში შეფები პროფესიონალური შემრევით სარგებლობენ, რაც გულისხმობს გრძელ მოძრავ შლანგს, რომლითაც ნიჟარის ნებისმიერი კუთხე და ჭურჭელიც შედარებით მარტივად და მოხერხებულად ირეცხება.

6. ნაგვის ურნა სამუშაო ზედაპირზე

პროფესიონალურ სამზარეულოებში ურნები პირდაპირ სამუშაო ზედაპირშია ჩამონტაჟებული, რათა შეფმა ნაგვის ყრაში დრო ტყუილად არ ხარჯოს. ეს მართლაც ძალიან მოსახერხებელია.

7. სილიკონის ქვაბის ასაღები


დროა ნაჭრის ასაღებები სილიკონით ჩაანაცვლოთ, ეს ბევრად მოხერხებულია და ასევე უსაფრთხო, არ არის იმის საშიშროება, რომ ცეცხლი მოეკიდოს და ხელი დაიწვათ.

8. მეტი დაფა


პროფესიონალი მზარეულები სხვადასხვა პროდუქტისთვის სხვადასხვა ფერის დაფებს იყენებენ: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ფუნთუშეული პური და ტკბილი კერზები. ფერები კი განსახვევებული იმიტომ არის, რომ ერთმანეთში არ აგერიოთ.
გამოყენების შემდეგ დაფა სწრაფადვე უნდა გაირეცხოს საპნითა და ცხელი წყლით, რათა მიკრობებმა ჩაბუდება ვერ მოასწროს.

9. სწორი გაციება


რესტორნის მაცივრებში პროდუქტის შესანახად უამრავი წესი და რეკომენდაცია მუშაობს, თუმცა სახლში საქმე შედარებით მარტივად არის, მთავარია მაცივარში ტემპერატურა 5 გრადუსს არ აღემატებოდეს. ეცადეთ ეს მოწყობილობა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გააღოთ, მომზადებული და მოსამზადებელი პროდუქტები განაცალკევოთ და ჭურჭელს თავზე აუცილებლად დააფაროთ.

კომენტარები

AliellZiG 2024-10-17 22:05
There are reports of beneficial effects of steroids in some but not all cases priligy dapoxetine

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები