უნიტაზის სისუფთავის შესანარჩუნელად უამრავი ფულსა და ძალისხმევას ვხარჯავთ. ჰიგიენური საშუალებები ძვირიც ღირს და არც ხეხვის პროცესია ადვილი. ქიმიის ზემოქმედება კი საზიანოა და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. თუმცა, არსებობს იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური საშუალება დეზინფექციის ჩასატარებლად და ჰაერის გასაწმენდად.
უნიტაზის ამ არომატიზატორებს გუნდების ფორმა აქვთ. ისინი უნიტაზში უნდა ჩააგდოთ. მათ დამზადებლად დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი სოდა, 1/4 ს/კ ლიმონის მჟავა, 0,5 ჩაის კოვზი ძმარი, 1 ს/კ 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 15-20 წვეთი საყვარელი ეთერზეთი (შეგიძლიათ, რამდენიმე წვეთის არომატი შეურიოთ ერთმანეთს).
ამ ინგრედიენტებიდამ 30 ცალი
დამზადება:
1. ღრმა თასში ჩაყარეთ სოდა, ის უსიამოვნო სუნს გააქრობს, დაუმატეთ ლიმონის მჟავა, ის ბაქტერიებს კლავს და არომატულიცაა.
2. ცალკე გახსენით ძმარი და წყალბადის ზეჟანგი, წვეთ-წვეთობით დაუმატეთ სოდიან-ლიმონის მჟავიან მასაში. სიფრთხილე გმართებთ, რათა ინგრედიენტებს შორის ქიმიური რეაქცია არ გამოიწვიოთ.
3. ბოლოს დაუმატეთ ეთერზეთი და კარგად მოურიეთ. დეზინფექციისა და არომატისთვის კარგია ჩაის ხის, ლიმონის, პიტნის, ლავანდისა და გრეიპფრუტის ეთერზეთის გამოყენება.
4. მასამ კარგად უნდა შეინარჩუნოს ფორმა. ბომბები კოვზის დახმარებით ან ხელით დაამრგვალეთ და 4-6 საათით ქაღალდზე დააწყვეთ გასაშრობად.
5. უკვე გამომშრალი ბომბები შეგიძლიათ მინის ქილაში ჩაყაროთ და სააბაზანოში შეინახოთ.
გახსოვდეთ, რომ წყალში მოხვედრის შემდეგ იწყება რეაქცია, _ გუნდა შიშინს იწყებს და ქაფდება. პროცესის დასრულების შემდეგ კი უნიტაზი სასიამოვნო არომატითა და სისუფთავით გაგაოცებთ. გამოიყენეთ 1-2 ცალი გუნდა 1-2 დღეში ერთხელ.
კომენტარები