რა შეუძლია ცარცს - დაუჯერებელი თვისებები

ჩვეულებრივი ცარცი ნამდვილი განძია, თუ იცი, როგორ გამოიყენო. ეს შესანიშნავი მასალა სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში საჭიროა. ამჯერად სწორედ ცარცის შესაძლებლობებს წარმოგიდგენთ.

1. ცხიმიანი ლაქების წინააღმდეგ
ცხიმიანი ლაქა სწრაფად გაქრება, თუ მას ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით გააჩერებთ. შემდეგ ჩვეულებრივ შეგიძლიათ გარეცხოთ ქსოვილი.

2. საყელოს გასათეთრებლად
თეთრი პერანგები ზოგჯერ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. მათი სიქათქათის შენარჩუნება არც ისე ადვილია, მითუმეტეს, საყელოს მიდამოში. გარეცხვის წინ წაუსვით საყელოს ცარცი. ის ქსოვილს გაყვითლებისა და გახეხვისგან იცავს.

3. ზამშის ფეხსაცმლის ლაქებისთვის
წაუსვით ცარცი დალაქავებულ ფეხსაცმელს და მთელი

ღამით დატოვეთ. დილისთვის ჯაგრისი გადაუსვით.

4. თეთრეულის კალათში
თუ ჭუჭყიანი სარეცხის სათავსო კალათში ცარცის ნატეხებს ჩააწყობთ, სუნსა და ნესტს შეიწოვს. ნატეები დაახლოვებით, თვეში ერთხელ ცვალეთ.

5. დანა-ჩანგლისთვის
სათავსოში, სადაც დანა-ჩანგალს ინახავთ, ცარცის ნატეხებიც დააწყვეთ. მელქიორი, ვერცხლი თუ სხვა მეტალი ფერს აღარ შეიცვლის და არც ბზინვარება დაეკარგება.

6. სამკაულებისთვის
ცარცი ძვირფასეულობასა და ბიჟუტერიის მეტალსაც იცავს ფერის შეცვლისგან. ამიტომ ცარცის ნაჭერი ზარდახშაშიც "ჩააყოლეთ".

7. სუნი გარდერობში
გარდერობში რომ ყოველთვის სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს, ცარცის ნაჭრები მოათავსეთ.

კომენტარები

megi 2016-03-11 15:35
Zalian sakvareli saitia. qartuli shriti aklia mxolod :)
fato 2016-03-09 23:02
kargi rchevebia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები