ხშირად ხდება, რომ დიასახლისებს არაფრით არ გამოსდით მიმწვარი ტაფის გარეცხვა, უფრო სწორად - გაპრიალება. ეს არც ისე მარტივი საქმეა, მოდით, ვნახოთ რა შეიძლება გავაკეთოთ, რითი შეიძლება ვუშველოთ საყვარელ ტაფას.
1. სოდა
უჟანგავი ფოლადისთვის სოდა საუკეთესო საშუალებაა. 100 გრ სოდა და ცოტაოდენი ცხელი წყალი, იმდენი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და ნახავთ, როგორ გაპრიალდებ თქვენი ტაფა, რომლის გადაგდებაზეც ალბათ არაერთხელ დაფიქრებულხართ.
2. გაცხელება
ცხელი წყალი ჭურჭლის რეცხვის საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ ქვაბი ან ტაფა, ჩაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად გაივსოს და მიიყვანეთ ადუღებამდე.
როდესაც წყალი ადუღდება, ჩაყარეთ მარილი, გამორთეთ ქურა და აცადეთ წყალს გაციება, რამდენიმე საათის შემდეგ ღრუბლით ძალიან მარტივად გარეცხავთ.
3. ძმარი
ძმარი კარგად უმკლავდება ნალექს, განსაკუთრებით წყლის ნალექს, რომელსაც იწვევს ხისტი წყალი. გვერწმუნეთ, ამ პრობლემის მოგვარებაში ძმარი შეუდარებელია.
4. მეტალის ღრუბელი ან ხის კოვზი
იმისათვის, რომ მიმწვარი ტაფა მარტივად გაასუფთავოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტალის ღრუბელი ან ხის კოვზი, რომლითაც მიმწვარ ნარჩენებს ააცლით, ხოლო შემდეგ რბილი ღრუბლით კარგად გარეცხავთ. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ ტაფაზე, რომელზეც მეტალის გამოყენება შეიძლება და არ დაკაწრავს.
5. სპირტი
კერამიკული ჭურჭელი სულ სხვა თემაა, რომლისთვის ნიშადურის სპირტი მართლაც უებარი საშუალებაა. ჩაასხით სპირტი მიმწვარ ჭურჭელში, დატოვეთ რამდენიმე საათი და შემდეგ ღრუბლით კარგად გარეცხეთ. შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ.
6. გაყინვა
ცოტა უცნაური, თუმცა საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის ადუღება არ არის ეფექტური. აიღეთ მიმწვარი ქვაბი ან ტაფა, ჩაასხით ცოტა წყალი, სოდა, ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება და შედგით საყინულეში. მეორე დილით გამოიღეთ და დააცადეთ გალღვეს. ამის შემდეგ ქვაბის გარეცხვა აღარ უნდა გაგიჭირდეთ.
7. აქტივირებული ნახშირი
თუ ქვაბში ან ტაფაში რამემ მიიწვა, ნუ დაღონდებით, აიღეთ აქტივირებული ნახშირი, დაფშვენით, დაყარეთ მიმწვარ ადგილზე, დაასხით ცოტაოდენი წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ღრუბლით აკრგად გარეცხეთ.