ალბათ ყველა დიასახლისს აინტერესებს, როგორ უნდა მოუაროს შალის ნივთებს ისე, რომ დიდხან ემსახუროს და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს. შალს არ უყვარს ხშირი რეცხვა, ის მარტივად არ ჭუჭყიანდება, ოფლის სუნი შალიდან ადვილად გადის, ნიავდება - საკმარისია ნივთი აივანზე, სუფთა ჰაერზე გაიტანოთ.
თუ მაინც გადაწყვიტეთ შალის ნივთის გარეცხვა, გირჩევთ წყალში დიდხანს არ გააჩეროთ.
არც ტემპარატურის მკვეთრი ცვალებადობაა კარგი შალის ნივთებისთვის, მაგალითად, თუ 45 გრადუსზე გარეცხეთ და შემდეგ 10 გრადუსზე გაავლეთ. ასე ნივთი დაპატარავდება და შეგიძლიათ თქვენს შვილს გადაულოცოთ. შალის ნივთების გასარეცხად ოპტიმალური ტემპერატურა
30 გრადუსია და უმჯობესია გასარეცხად სპეციალურად შალისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენოთ, თუნდაც შამპუნი. რაც შეეხება რეჟიმს, დელიკატური რეცხვის რეჟიმი შალისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.
თუ შალს ხელით რეცხავთ, არ გაწუროთ, მას სინაზე მოსწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეფორმირდება და ფორმას დაკარგავს. გაშრობა კი უმჯობესია გაშლილ და დადებულ მდგომარეობაში და არა დაკიდებულში.
რაც შეეხება გაშრობას, არც ნესტი უყვარს და არც ძალიან სიმშრალე, ოთახის ტემპერატურა ყველაზე კარგი ვარიანტია.
უთო კი შალს ფაქტობრივად არ სჭირდება, იმიტომ, რომ შალი, როგორც წესი, არ იკუჭება. თუ მაინც გადაწყვეტთ უთოს გამოყენებას, შეურჩიეთ სპეციალური რეჟმი შალისთვის, რომელიც ორთქლით დაუთოებას გულისხმობს.
და ბოლოს, შალის ნივთები უმჯობესია დაკეცილ მდგომარეობაში შევინახოთ და არა საკიდზე დაკიდებული.