ეს რჩევები ქალბატონებს ექსტრემალურ შემთხვევებში ძალიან გამოადგებათ

ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია ხშირად დაგიცავთ უსიამოვნებებისა და  დისკომფორტისგან. მოუხერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი, შელახული ბიუსტჰალტერი, დაბურძგნული ტანსაცმელი. ეს პრობლემები ყველა ქალს ქონა და ექნება, თუმცა ჩვენი დახმარებით თქვენ ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებთ მათთან გამკლავებას.
საპარსი ქაფი

საპარსი ქაფი შესანიშნავი ლაქების ამომყვანი საშუალებაა. ძალიან კარგად ებრძვის ტომატის წვენის, კოსმეტკური საშუალებების ასევე ცხიმიან ლაქებს. დაადეთ ცოტაოდენი ქაფი ლაქიან ადგილს, გაუსვით ხელი და გარეცხეთ.

სარეცხის სამაგრი


ჩვეულებრივი სარეცხის სამაგრის მეშვეობით ყურსასმენებს კომპაქტურად და აკურატულად ტარებასა და შენახვას შეძლებთ. ის არ აგებურდებათ და მისი გაშლა

ნერვებს აღარ მოგიშლით.


ფრჩხილების გამჭირვალე ლაქი


გაფუჭებული, ბოლოებგაყოფილი ფეხსაცმლის თასმა ძალიან ხშირად აღიზიანებს ნებისმიერ ადამიანს. ცადეთ და ასეთ გაყოფილბოლოიან თასმას ბოლოზე გადაუსვით ფრჩხილების გამჭირვალე ლაქი და თქვენი პრობლემა უმარტივესად მოგვარდება

ეს კი ძალიან კარგი გამოსავალია, ზედმეტი ოფლის და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად

ქალბატონები ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას ამოღებული კაბების ჩაცმის დროს, როდესაც ბიუსტჰალტერის ბრეტელებს ვერსად მალავენ. აბა, სცადეთ და ბიუსტჰალტერი ბრეტელების გარეშე მიაკერეთ კაბას, ეს დისკომფორტსაც მოგიხსნით და კაბასაც ლამაზად მოირგებთ.


ასევე გირჩევთ ასეთი პატარა სამაგრით დაიმაგროთ მაისური, რათა შიდა თეთრეული ცუდად არ გამოგიჩნდეთ, განსაკუთრებით მოსახერხებელი და საჭიროა ეს სავარჯიშო დარბაზში.


აი, როგორ შეგიძლიათ გაფუჭებული ბიუსტჰალტერის პრობლემის მოგვარება გამოუვალ მდგომარეობაში, თუ სამოგზაუროდ ხართ წასული ან უბრალოდ ხელთ არ გაქვთ სათადარიგო.


ჩვეულებრივი საპარსი მოწყობილობა დაგეხმარებათ აბურძგლული ტანსაცმლის მოწესრიგებაში.


ახლა კი გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ახალი ნაყიდი ფეხსაცმელი ცოტათი ვიწრო გამოდგა და მოგიჭირათ. პოლიეთილენის პარკი გაავსეთ წყლით და ჩადეთ ფეხსაცმელში, შემდეგ კი ერთი ღამით შედეთ საყინულეში. მეორე დღეს ფეხსაცმელი აღარ მოგიჭერთ.


ეს რჩევა კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს გამოადგებათ. თუ მესამე და მეოთხე თითებს ერთმანეთს მიატყუპებთ და პლასტირით ან სკოჩით დაიმაგრებთ, თქვნი სიმძიმე ისე გადანაწილდება, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს არც ფეხი დაგეღლებათ და სიარულის პროცესიც უფრო მოსახერხებელი გახდება.


თხელ კაპრონის წინდებს ამგვარად თუ ჩაიცვამთ, ზაფხულის ამოღებული ფეხსაცმელი ფეხს ვეღარ გატკენთ და არც გამოჩნდება.


ასეთი ბალიშიანი წინდები კი დაგიცავთ საშინელი დისკომფორტისგან, რომელიც გარდაუვალია მთელი დღე ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები