საიდუმლო 1. სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ.
საიდუმლო 2. საფუვრიანი ცომი მეტეოდამოკიდებულია: მას უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.
საიდუმლო 3. წინასწარ გამოიღეთ ყველა პროდუქტი მაცივრიდან: ცომის მოზელვისას ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
საიდუმლო 4. სწორად შერჩეული საფუარი – კარგი პასკის გამოსვლის საწინდარია. შეარჩიეთ ცოცხალი – ნოტიო,
საიდუმლო 5. სანამ ცომს მოზილავდეთ, აუცილებლად გაცერით ფქვილი: ეს კიდევ ერთი გარანტია კარგი პასკის გამოსვლის.
საიდუმლო 6. იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო.
საიდუმლო 7. პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოზილოთ, ამასთან დიდხანს – იქამდე, სანამ ცომი თავისუფლად მოცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი.
გულსართის დამატება და ცხობა
საიდუმლო 8. იმისათვის, რომ ლამაზი, ოქროსფრად დაბრაწული პასკა მიიღოთ, გამოიყენეთ ახალი სოფლის კვერცხი და დაუმატეთ ცომში ცოტაოდენი კურკუმა. იგივე ეფექტის მისაღებად გამოდგება ზაფრანის ნაყენი: 1 ჩ/კ დაფქულ ზაფრანას დაასხით 50 მლ არაყი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე საათი.
საიდუმლო 9. არომატისთვის ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ვანილი, მუსკატის კაკალი, დანაყილი ილის თესლი ან 2-3 ს/კ ოქროსფერი რომი.
საიდუმლო 10. ქიშმიშის გარდა ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კურაგა, ციტრუსის ცედრა, ნებირმიერი ცუკატები ან დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.