თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ყველაფერი საოცარი სისწრაფით ვითარდება და ყოელდღიურად ახალა-ახალი ტექონოლოგიების მომსწრენი ვხდებით, ბაზარზე შემოდის ნივთები, რომელა არსებობის შესახებ შესაძლოა, არც კი ვიცოდეთ, თუმცა რომ გვქონდეს, დიასახლისებს ცხოვრება ნამდვილად გაგვიმარტივდებოდა. მოდი ვნახოთ, რომელი ნივთების შეძენაა შესაძლებელი საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად და შედეგი ნამდვილად გამართლებული იქნება.
1. სილიკონის თავსახური
ყველა ქალბატონს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სამზარეულოში ადუღებულა სადილი და გადმოსულა გაზქურაზე. დამეთანხმებით, ეს პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ჰოდა, თავიდან რომ ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები და მშვიდად რომ ვიყოთ, გვთავაზობენ სილიკონის
2. ბოსტნეულის მრავალფუნქციური საჭრელი
დროის პრობლემა დღევანდელ აჩქარებულს სამყაროში ყველას აქვს და თუ გნებავთ, რომ ოჯახის წევრები გემრიელი და ჯანსაღი სალათებით გაანებივროთ და ბოსტენულის ჭრაში ბევრი დრო არ დახარჯოთ, ეს ნივთი აუცილებლად გამოგადგებათ და დაგიზოგავთ დროს.
3. სილიკონის პაკეტები
ბოლო დროს ყველა სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია შესანახ კონტეინერებს, ის ძალიან პრაქტიკულია და მარტივად მოსახმარი, თუმცა სილიკონის შესანახი პაკეტები ეფექტურად ჩაანაცვლებს პლასტმასს და ბევრად მეტ ადგილს დაგიზოგავთ სამზარეულოში.
4. თეფში
როდესაც ოჯახში პატარ ბავშვები არიან და მუდმივად არსებობს იმის საშიშროება, რომ შესაძლოა ჭამის დროს თეფში გადაუყირავდეს და დაიწვას ან იატაკზე დააქციოს, მსგავის თეფშის შეძენა, ვფიქრობთ, მისწრება უნდა იყოს. ასეთი თეფშით თქვენი ბაშვი დაზღვული იქნება და დედის ნერვებიც ბერად დამშვიდებული, რადგან ამ თეფშიდან საჭმელი, უბრალოდ, ვერ გადმოიქცევა.
5. ყავის შესაკრავი თავისი კოვზით
დაფქული ყავის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მას შემდე, რაც შეფუთვას ხსნით, ჰერმეტულობა ირღვევა და ყავის იმ გემოვნური თვისებების შეარჩუნება, რემელიც აქვს, ვერ ხერხდება ხოლმე. მსგავსი შესაკრავით კი ეს პრობლემა არა გექნებათ და გარდა იმისა, რომ ჰერმეტულად შეკრავთ. საზომი კოვზიც ყოველთვის ახლოს გექნებათ.
6. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის დასადები
აქეთ-იქთ მიგდებული ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და სარეცხი საშუალება ნებისმიერ სამზარეულოს უკარგავს ხიბლს. ყოველთვის ხელთ რომ გქონდეთ და თან აკურატულად დაბინავებული, ამაში აი, ასეთი დისპენსერი გამოგადგებათ.
7. გასახსნელი
ასეთი თანამედროვე ტიპის გასახსნელი უპრობლემოდ გახსნის ყველანაირ ქილას, იქნება ეს მინის თუ პლასტმასის.
8. საკვები ნარჩენების ბადე
ამ მოწყობილობის არსის ახსნა არც არის საჭირო, ფოტოზე ხედავთ, რამდენად პრაქტიკულია და რამდენად საჭირო თითოეული დიასახლისისთვის.
9. სუნელების ტომარა
კიდევ ერთი ერთი შეხედვით უმარტივესი და უმცირესი დეტალი, თუმცა მსგავსი ტომარა ნამდვილად შეუმსუბუქებს მზარეულს სადილის გაკეთების პროცესს.
10. მწვანილის შესანახი კონტეინერი
რამდენჯერ გაგფუჭებიათ მაცივარში შენახული მწვანილი და დაგწყვეტიათ გული ამის გამო. მწვანილის შესანახი კონტეინერი მოგცემთ საშუალებსა ხანგრძლივი დროის გამნამვლობაში შეინახოთ მწვანილი მშრალად და უსაფრთხოდ.
კომენტარები