როდესაც მარკეტიდან პროდუქტით დატვირთულები ბრუნდებით, აშკარაა, რომ პროდუქტები უნდა გარეცხოთ და დააბინაოთ. თუმცა ყველა პროდუქტის გარეცხვა მიზანშეწონილი არ არის, მოდით, ვნახოთ, რას გვირჩევენ ამასთან დაკავშირებით კვების ტექნოლოგები.
ხილი
იმისათვის, რომ ხილმა შეინარჩუნოს იერსახე და გასაყიდად ვარგისი იყოს, მას ცვილით ამუშავებენ და ისე ათავსებენ დახლებზე, ამიტომაც ხილს საგულდაგულო გარეცხვა სჭირდება. ზოგჯერ ამისთვის სპეციალური ჯაგრისის გამოყენებაც კი ხდება საჭირო. ეს ეხება ყველა სახის ხილს, მიუხედავად იმისა, იჭმევა თუ არა მ
რაც შეეხება ჩირეულს, ის ცოტა ხნით ადუღებულ წყალში უნდა მოათავსოთ. ეს ეხება ყველა სახის ჩირს მიუხედავად იმისა, ის შეფუთული იქნება თუ არა.
ბურღულეული
მოხმარების წინ ბურღულეული აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. შეფუთული ბურღულეული, როგორც წესი, უფრო სუფთაა ვიდრე ასაწონი, თუმცა გარეცხვა მასაც აუცილებლად სჭირდება.
ბოსტნეული
ბოსტნეული მოხმარების წინ აუცილებლად საგულდაგულოდ რომ უნდა გაირეცხოს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა თუ ტალახიანია, მას ჯერ წყალში დალბობა სჭირდება, რათა ტალახი სრულიად მოშორდეს.
თხილეული
ასაწონი თხილეული მოხმარების წინ აუცილებლად უნდა დალბეს წყალში. დამბალ თხილსა თუ კაკალში მეტი ვიტამინები და ანტიოქსიდანტებია, რისი წყალობითაც ორგანიზმი მათ უკეთ ითვისებს. წყალში დალბობა უშალოდ გამოყენების წინ უნდა მოხდეს.
კონსერვები
თუნუქის ქილები მოხმარების წინ აუცილებლად გამდინარე წყალში უნდა გაირეცხოს, რადგან მაღაზიაში ის იმტვერება და გახსნის დროს შესაძლებელია ეს მტვერი შიგნით მოხვდეს, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მწვანილი
მწვანილი მოხმარების წინ 10-15 წუთით აუცილებლად ცივ წყალში უნდა დაალბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარეცხოთ გამდინარე წყალში.
ხორცი
წითელი ხორცისა და ქათმის გარეცხვა რეკომენდებული არ არის, რადგან ბაქტერიები ნიჟარაზე და საჭრელ დაფაზე რჩება. ამიტომაც არის, რომ თევზისთვის და ხორცისთვის ცალკე დაფები უნდა იქონიოთ. ხორცის დაფა აუცილებლად ლიმონითა და სოდით უნდა დამუშავდეს.
სოკო
ამბობენ, რომ სოკოს გარეცხვა არ შეიძლება, რადგან ის ღრუბელივით ისრუტავს წყალს. თუმცა ტალახიანი სოკოს ჭამაც არ იქნება სასურველი. ალბათ უმჯობესია გამდინარე წყალში გაავლოთ.
კვერცხი
კვერცხი მაცივარში ცალკე უნდა მოათავსოთ იზოლირებულ ადგილას, რაც შეეხება გარეცხვას, არ საჭიროებს, რადგან ის ისედაც სპეციალური საშუალებით არის დამუშავებული.