"ფანჯარა მტვერსა და ჭუჭყს აისხლეტს და მისი გაწმენდა იშვიათად დაგჭირდებათ" - ამ ხერხით ფანჯარა სისუფთავეს დიდხანს შეინარჩუნებს



სუფთა ფანჯარა ნებისმიერ სახლს ალამაზებს და ამშვენებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, დიასახლისები მაქსიმალურად რომ ზრუნავენ მის სისუფთავებზე, ყოველკვირეულად წმენდენ და დაჰფოფინებენ.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით სასარგებლო რჩევებით გაგანებივროთ და შემოგთავაზებთ საშუალებას, რომელიც დიასახლისებს ყოფას შეუმსუბუქებს, კერძოდ კი ფანჯრების სუფთად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
საამისოდ დაგჭირდებათ სპეციალური სითხე, რომლის დამზადებაც სკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.

აიღეთ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, ჩაასხით სპეციალურ ჭურჭელში, დაუმატეთ ერთი თავსახური სარეცხის დამარბილებელი საშუალება და ერთი კოვზი გლიცერინი. ნაზავი კარგად შეანჯღრიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამის
გაკეთება ადვილი არ იქნება და გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.




შემდეგ მიღებული სითხე 15 წუთი უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეგიძლიათ ფანჯარა ჯერ სპციალური ფანჯრის საწმენდი ხსნარით გაწმინდოთ, ხოლო შემდეგ საკუთარი ხელით მომზადებული ნაზავი გადაუსვათ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მინა მტვერსა და ჭუჭყს აისხლეტს და შედეგად ფანჯარა სისუფთავეს ბევრად დიდხანს შეინარჩუნებს.


კომენტარები

ideodub 2024-10-19 07:15
I remember my very first game ever, after that home game I couldnГў buy priligy in usa
კირილე 2022-05-26 07:34
მზესუმზირის ზეთით უკეტესი იქნება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები