სინამდვილეში რომელი დაფა ჯობს, ხის, ბამბუკის თუ პლასტმასის?

ალბათ ნებისმიერ დიასახლისს აინტერესებს ბოლოსდაბოლოს როგორო საჭრელი დაფა უნდა ჰქონდეს სახლში, ხის თუ პლასტმასის, რომელი უფრო ჰიგიენურია, რომელი უფრო პრაქტიკულია?

პლასტმასი


კარგა ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ პლასტმასის დაფა ბევრად უფრო უსაფრთხო, ჰიგიენური და მოსახერხებელი იყო. თან, განსხვავებით ხის დაფებისგან, პლასტმასის დაფა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება. თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასე არ ყოფილა. გარეცხვის შემდეგ პლასტმასზე უფრო მეტი ბაქტერია რჩება, ვიდრე ხეზე.
უფრო მეტიც, პლასტმასის დაფების, რომელსაც დროთა განმავლობაში დანის ზემოქმედების შედეგად ნაკაწრები უჩნდება, ბოლომდე დეზინფიცირება შეუძლებელია. პლასტმასის კიდევ ერთი მინუსი
სწორედ ეს გახლავთ, რომ სულ პატარა ნაწილაკები დროთა განმავლობაში საკვებში ხვდება, რაც კარგი ნამდვილად რა არის.
საბოლოო ვერდიქტი: უმჯობესია პლასტმასის დაფები საერთოდ მოაშოროთ სამზარეულოდან.

ბამბუკი



ასეთ დაფებს უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვარულები ანიჭებენ. ბამბუკი ეკო მასალაა, მცენარე, რომლის მოყვანას არანაირი ქიმიური დანამატები თუ სასუქი არ სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბამბუკის ზედაპირი ბევრად მყარია, ვიდრე ჩვეულებრივი ხის, ის არ იწოვს ბევრ სითხეს და შესაბამისად უფრო ჰიგიენურია, ვიდრე რომელიმე სხვა მასალა.
მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სიმყარე, რომელიც დანებს უფრო ჩქარა აბლაგვებს, ვიდრე მაგალითად ხე.
საბოლოო ვერდიქტი: ბამბუკი კარგი გადაწყვეტილებაა, მისი ზედაპირი კარგია მაშინ, როდესაც რამე ძალიან წვრილად გაქვთ დასაჭრელი. თუმცა შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ დანების ლესვა ხშირად დაგჭირდებათ.

ხე

ხის დაფებს, როგორც წესი, დაბალფასიანი ხის ნარჩენებისგან ამზადებენ. ხეს გააჩნია თვითაღდგენის თვისება. რბილი და დამყოლი ზედაპირი კი დანებს ნაკლებად აზიანებს.
საბოლოო ვერდიქტი:
ხის დაფა ყველზე კარგად ხილის დასაჭრელად გამოიყენება. იმისათვის, რომ დაიცვათ ზედაპირი, მუდმივად დაამუშავეთ ნებისმიერი სახის ზეთით. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ხეს ცხელ წყალთან ურთიერთობა არ უყვარს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები