როგორ მოვაშოროთ მინას ნაკაწრები


მინა ნაზი და ფაქიზი ნივთია, ის არა მარტო ადვილად ტყდება, მარტივადაც იკაწრება. გატეხის შემთხვევაში საქმეს ვეღარ უშველით, თუმცა გაკაწვრის შემთხვევაში გამოსავალი  არსებობს. როგორ მოვაშრით მინას ნაკაწრი სწრაფად და ეფექტურად?
რა უნდა გავითვალისწინოთ დაზიანებული მინის ზედაპირის დამუშავების დროს: როგორც აღვნიშნეთ, მინა ძალიან მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედების მიმართ და უფრო მეტად რომ არ დავაზიანოთ, უნდა დავიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:
დეფექტის მოშორებამდე მინის ზედაპირი კარგად უნდა გაირეცხოს. ჭუჭყის და მტვრის ნაწილაკებმა დამუშავების პროცესში შესაძლოა უფრო დააზიანოს მინა.
  • საპრიალებელი საშუალება ჯერ აუცილებლად პატარა ადგილზე მოსინჯეთ.
  • დამუშავების დროს არ
    არის საჭირო ძალის გამოყენება და ზედაპირზე დაწოლა.
  • საპრიალებელი საშუალება უნდა გამოიყენოთ მინიმალური რაოდენობით.
  • დამუშავების დროს იმოქმედეთ ნაზად და ხელით შეასრულეთ ფრთხილი, წრიული მოძრაობა.
  • მაინც, რითი შეიძლება მინის დეფექტის აღმოფხვრა? ეს დამოკიდებულია მინის სისქესა და დაზიანების ხარისხზე.
მცენარეული ზეთი

ძალიან კარგია პატარა ნაკაწრების მოსაშორებლად მაგალითად, სათვალეებიდან.

ძმარი და მდოგვის ფხვნილი
ძალიან კარგად აშორებს პატარა ნაფხაჭნებს მინის ზედაპირს. ძმრისაგან და მდოგვის ფხვნილისაგან მზადდება სქელი მასა, რომლითაც მუშავდება დაზიანებული ზედაპირი.

სოდა


სოდის ფაფაც ძალიან კარგად მუშაობს ნაკაწრების წინააღმდეგ.

კბილის პასტა
ეს ყველაზე ეფექტური შინაური საშუალებაა.
მას უსვამენ დაზიანებულ ადგილზე, აჩერებენ გაშრობამდე და კარგად გაწურული ნამიანი ხელსახოცით ფრთხილად
წმენდენ.

ცვილი


ცვილი მინაზე ნაკაწრების აღმოსაფხვრელი პროფესიონალური საშუალებაა, რომელსაც აეროზოლის სახით უშვებენ. ასხამენ ნაკაწრზე, კარგად აშრობენ და შემდეგ მიკროფიბრით ფრთხილად წმენდენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები