ნაგვის ურნა რომ ყოველთვის სუფთა და პრაქტიკული იყოს


დარწმუნებულები ვართ, არავისთვის არის სასიამოვნო საქმიანობა ნაგვის ურნიდან ნაგვის პარკის ამოღება და მერე ურნის გასუფთავება, თუმცა, ვეცდებით ეს პროცესი გაგიმარტივოთ ჩვენი პრაქტიკული რჩევებით.
როგორ მოვიქცეთ, თუ ცელოფანი ეწებება თავად ურნას?

ურნა რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ რომ, ჰაერის ნაკადმა შესვლა მოახერხოს.

სათადარიგო პაკეტები ურნის ძირში შეინახეთ.

თუ სამუშაო ზედაპირი სამზარეულოს ცენტრში გაქვთ, გირჩევთ ურნა აუცილებლად მის ქვეშ მოათავსოთ, ეს მომზადების პროცესში ძალიან პრაქტიკულია.

კიდევ ერთი ვარიანტია გორგოლაჭებიანი ურნის ქონა, რომელსაც მიაგორებთ ხოლმე იქ, სადაც კეთება გიწევთ.

იმისათვის, რომ პაკეტი არ ჩასრიალდეს, კიდეები
სამაგრით დაუმაგრეთ. ასე ამოღება ბევრად მარტივი იქნება.


შეგიძლიათ ასევე ურნას სახელური გაუკეთოთ.

გაყიდვაში შემოვიდა მსგავსი ტიპის გამოსაწევი მექანიზმებიც, რომელიც არც ისე ძვირი ღირს.

ნაგვის პაკეტების ასე შენახვაც ძალიან პრაქტიკულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები