სახლის საქმეები არასდროს მთავრდება, სარეცხი, უთო სადილი და ა.შ დაუსრულებლად, წრეზე. მაგრამ არსებობს საქმეები, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ კეთდება. და ეს აბსოლუტურად საკმარისია.
სამზარეულოს უჯრა
ეს ის ადგილია, რომლის დალაგებაც წელიწადში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია.
ჭაღი
ჭაღი ის ნივთია, რომელზეც მტვერი საკმარისად გროვდება, თუმცა არც იმდენი, რომ წელიწადში ერთხელ გაწმენდა მისთვის საკმარისი არ იყოს. სანამ ჭაღის წმენდას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის ქსელიდან გამორთულია. მოხსენით დეტალები და ჩაალაგეთ თბილ საპნიან წყალში და ისე გარეცხეთ. ბზინვარება ძმრის საშუალებით შეგიძლიათ მიანიჭოთ. თუ ჭაღი ტექსტილის
ფარდები
ყველაზე iიდეალური ვარიანტია ფარდების ქიმწმენდაში ჩაბარება. თუ ეს თქვენთვის ძვირი სიამოვნებაა, მაშინ მოგიწვეთ ფარდების თავად გარეცხვა. თუ სახლში ორთქლით საწმენდი გაქვთ ე.ი. ძალიან გაგიმართლათ, ეს ფარდების გასაწმენდი ძალიან ეფექტური საშუალებაა.
ასევე შეგიძლიათ მტვერსასრუტს გაუკეთოთ შესაბამისი თავი და ისე დაამუშაოთ ფარდები. ასევე თუ ფარდას აქვს ლაქები, შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნიანი ხსნარი.
რბილი ავეჯი
ესეც ის ნივთია, რომლის წმენდაც უმჯობესია პროფესიონალებს მიანდოთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ თავად სცადოთ. პირველ რიგში ავეჯს უნდა მოაშროთ ხილული ჭუჭყი, იქნება ეს ნამცეცები, ბეწვი თუ სხვა რამ. შემდეგ გადახვიდეთ ლაქების დამუშავებაზე შესაბამისი საშუალებებით და ბოლოს ავეჯს უნდა ჩაუტაროთ სველი წმენდა.
ხალიჩა
ხალიჩას მტვერსასრუტით ყოველდღიურად თუ ამუშავებთ, ძალიან კარგია, თუმცა ეს მანიპულაციები საკმარისი არ არის. ამიტომ ხალიჩა წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროებს სერიოზულ, საფუძვლიან დამუშავებას.
სავენტილაციო ბადე
კიდევ ერთი ადგილი, რომლის წმენდაც წელიწადში ერთხელ მართლაც რომ საკმარისია, ეს გახლავთ სავენტილაციო ბადე. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტიც და სხვა საშუალებებიც,