ვისაც სამზარეულოს გაახლება სურს, აუცილებლად დგება არჩევანის წინაშე - იყიდოს თუ არა გამწოვი და როგორი? ბევრისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რა დანიშნულება აქვს მას, რატომ არის ფასებს შორის ამხელა დიაპაზონი და როგორ უნდა შეარჩიოს გამწოვი.
გამწოვის მთავარი ამოცანაა, სამზარეულოდან გაიტანოს დაბინძურებული ჰაერი, სახლში არ დაგროვდეს ორთქლი, არ წარმოიქმნას კონდენსატი, რომელიც აზიანებს სამზარეულოს ავეჯს. გამწოვმა უნდა შთანთქას წვისგან გამოყოფილი ნაწილაკები და მავნე აირები. რა თქმა უნდა, თუ ამ ყველაფერს გაუმკლავდება, სუნიც აღარ დადგება.
გამწოვმა რომ მოვალეობა მაქსიმალურად ეფექტურად შეასრულოს, სწორად უნდა
- ქურის ზედაპირის სიგრძე/სიგანე არ უნდა იყოს გამწოვის ზედაპირის სიგრძე-სიგანეზე ნაკლები.
- კარგად დააკვირდით, რა სახის მონტაჟზეა ის გათვლილი და ემთხვევა თუ არა თქვენი სავენტილაციო მილის ზომა მის პარამეტრებს.
- თუ ელექტროქურა გაქვთ, გამწოვი ქურის თავს 55 სმ-ზე მეტად არ უნდა დააშოროთ. გაზქურის შემთხვევაში დაშორება 65-85 სანტიმეტრია.
- რაც შეეხება სიმძლავრეს, გამწოვის სიმძლავრე უნდა გამოთვალოთ სამზარეულოს ფართობისა და ჭერის სიმაღლის მიხედვით. ფართობი უნდა გავამრავლოთ ჭერის სიმაღლეზე და შემდეგ კიდევ 10-ზე. მიღებული რიცხვი გამწოვის სიმძლავრეს არ უნდა აღემატებოდეს.
- გამწოვებს, რომლებსაც ძირითადად აქვთ ლითონის ფილტრები, ფილტრავენ ცხიმსა და გარეთ გააქვთ ორთქლი, ხოლო ამ ყველაფერთან ერთად სუნსაც რომ გაუმკლავდეს, საჭიროა ნახშირის ფილტრიანი გამწოვი.
- როგორც წესი, მომმხმარებლები გამწოვის ხმას უჩივიან. ხმაურის დონე 50 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო 35 დეციბელზე ნაკლები მაჩვენებელი ითვლება ყველაზე კომფორტულ, უხმო გამწოვებად.
- გამწოვი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს სავენტილაციო მილთან. რაც მეტია მანძილი, მით ნაკლებია ეფექტურობა. ხოლო თუ ე.წ. მმუხლიც გჭირდებათ, ჩათვალეთ, რომ ყოველ მოხვევაზე მისი ეფექტურობა იკლებს.
- ნახშირისფილტრიან გამწოვს შეუძლია სავენტილაციო მილის გარეშეც გაწმინდოს ჰაერი. თუმცა ამ შემთხვევაში ფილტრების ხშირად ცვლა მოგიწევთ.
ალბათ საინტერესო იქნება იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც დიდი ხანია ამ მოწყობილობებს იყენებს. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:
"დახრილი გამწოვი ჰაერს უფრო მაღალი ნაწილიდანაც იღებს, ვიდრე დაბალი, ამიტომ დახრილი უფრო პრაქტიკულია".
"სუნი ოდნავ მაინც დგება, მაგრამ თუ ჩართვა დამავიწყდა, იორთქლება და სველდება ირგლივ ყველაფერი. ჩართულზე კი საერთოდ არ იგრძნობა ორთქლი".
"ხმაურით მეტ-ნაკლებად ყველა ხმაურობს, ძალიან მაღლა არ უნდა განათავსო ქურიდან; თევზის შეწვისას მაქსიმალურ სიჩქარეზე ვრთავ და თევზის სუნი არ დგება, ოდნავ, უმნიშვნელოდ. სუნის შეგრძნებას ვერ გაექცევი".
"ჩემსას იმხელა ხმა აქვს, ზარი არ მესმის კარზე".
"ყველაზე ძვირადღირებული და უაზრო ნივთია. ახლა რომ ვაკეთებდე სამზარეულოს, არ დავაყენებდი. ცალკე მისი გაწმენდაა დაუძლეველი პრობლემა".
"გამწოვის მილი როგორ არის გაყვანილი, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა ბრენდსაც. თუ სწორად არის დამონტაჟებული და მილი იმ ზომისაა, რა ზომიმსაც უნდა იყოს, მემტ-ნაკლებად ყველა ასრულებს დანიშნულებას."
"საჭმლის სუნი ოდნავ, მამგრამ მაინც იგრძნობა სხვაობა გამწოვის გარეშე რომ აკეთებ. თუმცა საშინელი ხმა აქვს და თუ დიდი ოჯახი გყავთ და სულ საჭმელს აკეთებთ, ბადეებიც ხშირი გასაწმენდია. ამ გამოცდილების მიუხედავად, მაინც საჭიროდ ვთვლი."
"არც მე ვარ კმაყოფილი, ძვირიანი კი ვიყიდე, მაგრამ თითქოს არ იწოვს".
"ჩასაშენებელი გამწოვი არაა მთლად იდეალური, სადაც გვქონდა, სუნი მაინც დგებოდა და ჩვეულებრი უკეთესი გამოდგა, კვადრატულობა უნდა გაითვალისწონო და რაც უფრო მძლავრია, უკეთესია. ახლა ისეთი მოდელებია, მილიც არ სჭირდება გარეთ გასაყოფი, შიგნითვე იწოვს და ასუფტავებს"..
"სუნი დგება, მაგრამ უმნიშვნელოდ. რამე თუ დაგეწვათ, ვერც გაიგებთ. მინები და კედლები აღარ მეორთქლება. თუ შემთხვევით წყალი გადმოვიდა მზადების დროს და გაზი ჩააქრო, იმ გაზსაც იწოვს. ხმა აქვს, მაგრამ მიეჩვევით. გამწოვი არის ორთქლისთვის, სუნს ნაკლებად გაიწოვს, ხმაურიანი და ხშირი საწმენდი. გირჩევთ კედლის დიდ გამწოვს".
"ბიუჯეტურს და დაბალ ფასიანს არ გირჩევთ, არ აქვთ შეწოვის ძალა და იმედს გაგიცრუებთ".