როგორ განვათავსოთ პროდუქტები ისე, რომ დიდხანს შეინახოს.
თუ ფიქრობთ, რომ მაცივარი უბრალოდ დიდი, ცივი ჰაერით თანაბრად გადანაწილებული კარადაა, ცდებით. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მაცივარში ცივი ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსამდე მერყეობს, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ზოგ ადგილას საკმაოდ ცივა, ზოგ ადგილას - ნაკლებად.
ამიტომ, თუ გინდათ, რომ საკვებმა დიდხანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ბაქტერიები კი უმი პროდუქტებიდან მზა საკვებზე არ გადადიოდეს, ისინი თაროებზე გონივრულად და სწორად უნდა გადაანაწილოთ.
მაცივრის კარი
ეს მაცივრის ყველაზე თბილი ადგილია, მით უმეტეს, თუ ამ კარის გაღება ხშირად
ზედა თარო
ფიზიკის კანონის თანახმად, თბილი ჰაერი ქვემოდან ზემოთ მიემართება, ამიტომ მაცივრის ზედა თარო უფრო თბილი ადგილია, ვიდრე ქვედა. ზედა თარო უნდა გამოყოთ ნახევრად მზა პროდუქტებისთვის, რომელიც დამატებით მომზადებას საჭიროებს, მაგალითად ძეხვი, სოსისი და ა.შ. უმჯობესია, თუ ეს პროდუქტები სპეციალურ კონტეინერებში ან პოლიეთილენში იქნება მოთავსებული.
შუა თარო
ეს მაცივრის ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად არის შენარჩუნებული სტაბილური ცივი ჰაერი. აქ შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი ის, რაც ზედა თაროზე ვერ მოთავსდა. ასევე რძის პროდუქტები, კვერცხი, რძე, მაწონი, ყველი, კარაქი და ა.შ.
ქვედა თარო
ეს მაცივრის ყველაზე ცივი ადგილია. ეს ყველაზე კარგი ადგილია უმი პროდუქტების, ხორცის, თევზის, ქათმის შესანახად. ქვედა თაროზე პროდუქტები იზოლირებულია და ამიტომ ბაქტერიების სხვა პროდუქტზე გადასვლის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. რა თქმა უნდა, ხორცი, ქათამი თევზი და ა.შ. სპეციალურ კონტეინერში ან პოლიეთილენში.
ქვედა უჯრა
ეს საუკეთესო ადგილია ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. უჯრა არ ეხება მაცივრის გაყინულ კედელს, ამიტომ პროდუქტის გაყინვის საშიშროება არ არსებობს.
კომენტარები