როგორ მოვაშოროთ ბინიდან ჭიანჭველები

ერთ მშვენიერ დღეს თქვენს ბინაში შეიძლება ჭიანჭველების შემოსევა დაიწყოს. ამისგან არც ერთი სახლი არ არის დაზღვეული. ეს მწერი ნებისმიერ პირობებშინ ახერხებს გამრავლებას. ჭიანჭველები, ძირითადად, საზარეულოში ბუდობენ. როგორ მოვიშოროთ თავიდან ეს აბეზარი მწერები, რომლებიც ყველა საკვებში ძვრებიან.
ამაში ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ.
მეთოდი #1:
აიღეთ ტილო და დაასველეთ გაუზავებელ ძმარში. ამ ტილოთი გაწმინდეთ ის ადგილები, სადაც ჭიანჭველები ყველაზე ხშირად ჩნდებიან. ძმრიანი ტილო გადაუსვით ფანჯრის რაფასაც და სამზარეულოს მაგიდას. რაც მთავარია, არ გადაწმინდოთ ძმრიანი ზედაპირი. მართალია, სამზარეულოში ცუდი სუნი იდგება, მაგრამ რამდენიმე

დღით მოთმენა მოგიწევთ. ჭიანჭველები საშინლად ვერ იტანენ ძმრის სუნს და თანდათან "გარბიან" ბინიდან... მეზობელ ბინაში.

უკან რომ არ დაბრუნდნენ, კარი, იატაკი და ფანჯრები ძმრით "დაამუშავეთ".

მეთოდი #2:

1 ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ნატრიუმის ტეტრაბორატი, იგივე ბორაქსი (იყიდება იმ აფთიაქებში, სადაც წამლებს ამზადებენ), დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და კარგად აურიეთ. ამ ხსნარით დაამუშავეთ ის ადგილები, რომლებსაც ჭიანჭველები ეტანებიან. შეიძლება ამ ხსნარით ბამბის ფთილები დაასველოთ და ამ ადგილებში დააწყოთ. 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები