ბევრი ადამნი მაკარონს პასტას ეძახის და ჰგონიათ, რომ კარგად იციან მნიშვნელობა ფრაზისა "ალ დენტე". თუმცა, მთავარი ამ სიტყვების გამოყენება კი არა, ის არის, როგორ მოამზადოთ მაკარონი ისე, რომ მიიღოთ ნამდვილია "პასტა ალ დენტე".
შეცდომა #1
ხარშვის დროს წყალში ცხიმის დამატება
რატომ ამატებთ ხარშვის დროს ცხიმს მაკარონში? ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას, თუმცა ამისთვის ცხიმი კი არა, მორევაა საჭირო. ცხიმის დამატებას წყალში არავითარი აზრი არ აქვს. მარილის დამატება კი - სასურველია.
შეცდომა # 2
სპაგეტის დამტვრევა
სპაგეტი იმიტომ არის სპაგეტი,
რომ ის არის გრძელი და თხელი, თუ მოკლე მაკარონის მირთმევა გნებავთ, შეიძინეთ სხვა სახის პროდუქტი. იმიტომ ამტვრევთ, რომ ქვაბში არ ეტევა? ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. მართალია, ყველას არ აქვს განიერი და დაბალი ქვაბი, თუმცა ნებისმიერ ქვაბში შეგიძლიათ ეტაპობრივად ჩაყაროთ სპაგეტი და დაელოდოთ ქვედა ფენას, როდის დარბილდება და მოიდრიკება.
შეცდომა #3
წყლის გადავლება
კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაშვებული მაკარონის ხარშვის დროს, რომელიც ყველა პროფესიონალს აღიზიანებს - ეს გახლავთ ხარშვის დროს წყლის გადაწურვა და შემდეგ მაკარონის გამდინარე წყალში გავლება. საქმე ის არის, რომ პასტა შეიცავს სახამებელს, რომელიც გამოიყოფა ხარშვის დროს და სწორედ ის აქცევს კერძს ერთგვარ სქელ მასად. რატომ უნდა მოაშორო მაკარონს ეს მთავარი ღირსება, გაუგებარია. ამიტომ უბრალოდ გადაწურეთ ზედმეტი წყალი და აღარ გადაავლოთ.
შეცდომა #4
სოუსის თავზე მოსხმა
სოუსის მოსხმა მაკარონზე რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ეს უნდა გააკეთოთ ქვაბში და არა თეფშზე. იდეალური პასტა სოუსთან საგულდაგულოდ უნდა იყოს შერეული, რაც უფრო ერთგვაროვანია მასა, მით უკეთესი.
შეცდომა #5
გადახარშვა
პასტა არ უნდა იყოს გადახარშული, დაბერილი, თითქოს ჭაობიდან ამოიღეთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემა, უბრალოდ ზუსტად უნდა დაიცვათ ხარშვის დროს ეტიკეტზე მითითებული დრო.
შეცდომა #6
მოხარშვა აკლია
ბევრს გაუგია, რომ სპაგეტი უნდა იყოს ალ დენტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში უნდა კნატუნებდეს. ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. საერთოდ, იტალიელები თვლიან, რომ მაკარონის ალ დენტე მოხარშვა პირველივე ჯერზე წარმოუდგენელია, ამას პროფესიონალი შეფებიც კი ვერ აკეთებენ. ზოგი შეფი გვირჩევს, სასურველი შედეგის მისაღებად ეტიკეტზე მითითებულ დროს მოვაკლოთ 2-3 წუთი და ისე მოვხარშოთ, თუმცა ცალსახად ამის თქმაც არ შეიძლება, უმჯობესია უბრალოდ გასინჯოთ, მაკარონი გარედან რბილი უნდა იყოს, შიგნით კი ოდნავ მკვრივი.
შეცდომა #7
გახეხილი ყველის დამატება
ბოლო დროს მაღაზიებში გამოჩნდა გახეხილი ყველი, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს მიერ მომზადებულ პასტას, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ როგორც წესი, ეს პროდუქტი, ძველი, ვადაგასული ყველისგან მზადდება, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი გემო და არომატი. ასე რომ, გირჩევთ გამზადებული არასდროს იყიდოთ, თავად გახეხოთ და ის მოაყაროთ.
შეცდომა #8
ამორევა
ბევრი ადამიანს მაკარონს ხარშვის დროს არ ურევს, ავიწყდება. ჩაყრიან ქვაბში და ტოვებენ. არადა, მაკარონს რამდენჯერმე სჭირდება მორევა, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. ასეთ მაკარონის ჭამა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.