ცნობილია, რომ მტვერი არ არის მხოლოდ ქსოვილის ბოჭკოების ნაწილაკები და კანის მკვდარი უჯრედები. ის შეიცავს ბევრ სხვადასხვა ნაერთს, რომელთაგან ბევრი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ისწავლეთ როგორ შეამციროთ მტვერი.
დაიწყეთ ზემოდან
თუ მტვერსასრუტით იატაკიდან დაიწყებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, თქვენ უფრო გაავრცელებთ მტვერს მთელ სახლში, ავეჯსა და კედლებზე. თვეში ერთხელ სპეციალური თავაკის გამოყენებით (პატარა გრძელი ჯაგრით), მტვერსასრუტით უნდა დაამუშაოთ ჭერის პლინტუსები, შემდეგ კი კედლები ზემოდან ქვემოდან.
შვიდი დღის პრინციპი
ყოველთვის გქონდეთ სახლში მიკროფიბრის ქსოვილი. ის ძალიან მოსახერხებელია კომოდების, მაგიდების და ჩარჩოების გასაწმენდად. ყოველდღიურად. კვირაში
გამოიყენეთ ძალა
რბილი ავეჯიდან მტვრის ამოსაღებად ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და ძლიერად გადაუსვით დივნის ზედაპირს. ეს შექმნის სტატიკურ მუხტს, რომელიც ამოიღებს მტვერს, თმას და სხვა ნაწილაკებს შალითიდან. ამის შემდეგ, გადაატარეთ მტვერსასრუტი.
მოუფრთხილდით წიგნებს
ბოლოს როდის გადაათვალიერეთ ბიბლიოთეკა? ხშირად წიგნების თაროები წლების განმავლობაში იმტვერება, არადა, ის წელიწადში 3-ჯერ მაინც უნდა გაიწმინდოს. აქაც იმოქმედეთ პრინციპით ზემოდან ქვემოდან. ჯერ წიგნის ბლოკის გვერდები მტვერსასრუტით გაასუფთავეთ, შემდეგ კი წიგნები ნესტიანი ქსოვილით გაწმინდეთ.
ჩაის პაკეტი ტყავის საწმენდად
ჩაის პატარა პაკეტი დაგეხმარებათ ტყავის ავეჯის განახლებასა და მოწესრიგებაში. ბზინვარების აღსადგენად,შეურიეთ ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი ¼ ჭიქა ძმარს, კარგად შეანჯღრიეთ და ნაზად წაუსვით ნარევი ტყავის დივანს ან სკამს მიკროფიბერის ქსოვილის გამოყენებით.
მტვერი მცენარეებზე
მცენარის ფოთლები ისევე შთანთქავს მტვერს, როგორც ავეჯი და ტექნიკა. მტვრის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს ყვავილებს, გაიტანეთ მცენარეები აივანზე დადაამუშავეთ ჰაერის სპრეით, შემდეგ კი ფოთლები ნესტიანი ქსოვილით გაუწმინდეთ. ესუკეთესია, ვიდრე ყვავილების წყლით ჩამორეცხვა, რადგან ზოგიერთ მცენარეს შეიძლება განუვითარდეს სოკოვანი დაავადებები ან ობი.
მხოლოდ ამის შემდეგ მოწმინდეთ იატაკი
მოწმინდეთ იატაკი ყოველკვირეულად და არ დაგავიწყდეთ სკამის ფეხები.. კარგად დაამუშავეთ ოთახების კუთხეები და ავეჯის ფეხების ირგვლივ ადგილები.