სარეცხის რეცხვა მხოლოდ წყალი და ფხვნილი როდია. შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც რეცხვის პროცესს ბევრად ეფექტურს გახდის.
პირის ღრუს სავლები
სარეცხის მანქანა რეგულარულად საჭიროებს დეზინფექციას. მის მწყობრში მოსაყვანად, მარტივად და სწრაფად, პირის ღრუს სავლები გამოგადგებათ. ჩაასხით სავლები ფხვნილისთვის განკუთვნილ განყოფილებაში და ჩართეთ მანქანა მთელ ციკლზე ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე. შედეგი შესანიშნავი იქნება.
ფოლგა
ალუმინი ამცირებს სტატიკურ მუხტს და ასევე სარეცხის გაშრობის ხანგრძლივობას. თუ ქვედაბოლო დისკომფორტს გიქმნით და სულ ფეხებზე გეკვრით, სცადეთ და რეცხვის დროს ჩაუდეთ ფოლგის ნაჭერი.
შალის ძაფი
ზოგიერთი დიასახლისის მტკიცებით,
ყინული
ეს ხერხი საშრობის მეპატრონეებს გამოადგებათ, იმისათვის , რომ სამოსი იყოს სწორი, ნაოჭების გარეშე, მანქანაში მოათავსეთ რამდენიმე ნატეხი ყინული. ეცადეთ რეცხვის დროს დოლურა არ იყოს სავსე.
ეთერზეთები
ეთერზეთი ძვირიანი კონდიციონერის ღირსეულ შემცვლელია. გავლების დროს მანქანაში რამდენიმე წვეთი ეთერზეთი ჩაასხით და თქვენი სარეცხი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს სასიამოვნო სურნელს.
საწური
დელიკატურ ნივთებს გაწურვა რომ არ უხდება ყველამ კარგად ვიცით. ჰოდა, იმისათვის, რომ ასეთ ნივთებს შევუნარჩუნოთ ხარისხი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი საწური. ჩადეთ სველი ნივთი საწურში და დატოვეთ, სანამ წყალი თავად არ გავა.
ყავა და ჩაი
ყავად და ჩაი დაგეხმარებათ გადახუნებული მუქი სამოსისთვის ფერის დაბრუნებაში. გავლების დროს ჩაამატეთ მანქანაში ორი ჭიქა ახლადმოდუღებული ჩაი ან ყავა, ან შეგიძლიათ უბრალოდ ჩაალბოთ სამოსი ამ ნაზავში, შედეგს თავადაც ნახავთ.