ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ: როგორ უნდა გამოიყენოთ ყველა კუნჭული ნივთების შესანახად


ნებისმიერ სახლში, მით უმეტეს, მცირეგაბარიტიანში, ყოველთვის შესანახი სისტემების პრობლემა რომ არის, ეს ყველ დიასახლისმა კარგად იცის. ვნახოთ, რომელი უჩვეულო ადგილების  ათვისებაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

მაცივრის კედელი


მაცივრის გვერდებზე, მაგნიტური ორგანაიზერების მეშვეობით, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი პატარა თაროების გაკეთება თუნდაც სუნელების დასაბინავებლად.

ცარიელი კუთხე კარადებს შორის

თუ თქვენს ბინაში შესანახი სისტემა რამდენიმე მასიურ კარადით არის წარმოდგენილი, გირჩევთ, რომ ამ კარადებს შორის დატოვოთ მცირე ადგილი, სივრცე ძალიან გადატვირთული რომ არ გამოჩნდეს.
ამ სიცარიელის ათვისებაც წარმატებით შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები წვრილმანებისთვის.
ღია შესანახი სისტემა სივრცეს განტვირთავს და ამავდროულად, მაქსიმალურად სასარგებლოდ aაგათვისებინებთ თავისუფალ სივრცეს.

პეგბორდზე


პეგბორდი, როგორც წესი, საწერ მაგიდასთან წარმოგვიდგენია, თუმცა მისი ათვისება სამზარეულოს ინტერიერშიც არის შესაძლებელი. სამზარეულოში, კედელზე, შესანიშნავი საშუალებაა ზეთის ბოთლების ან სუნელების შესანახად, ან შესასვლელში გასაღებების და სხვა წვრილმანების დასაბინავებლად.

სამუშაო ზედაპირის ქვეშ

ჩვეულებრივი საწერი მაგიდა კიდევ უფრო ფუნქციური შეგიძლიათ გახადოთ, თუ ისეთ მოდელს შეარჩევთ, რომელსაც სამუშაო ზედაპირის ქვეშ კიდევ ექნება  შესანახი სისტემა. ამ სივრცეში განთავსებული ორგანიზერი მოგცემთ საშუალებას მნიშვნელოვნად განტვირთოთ მთავარი სამუშაო ადგილი.

საკიდები კონსოლის ქვემოთ


მცირეგაბარიტიანი ბინის შესასვლელში თითოეული სანტიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
დამატებითი შესანახი სისტემის გაკეთებაა შესაძლებელი კონსოლის ქვეშ, რამდენიმე საკიდის დამაგრებით საკმაოდ დიდ პრობლემას მოაგვარებთ.

გამოსაწევი უჯრა დივნის ქვეშ



დივნის ქვეშ სივრცის ნივთების შესანახად გამოყენება არახალია, თუმცა უჯრის ვარიანტი ბევრად მოხერხებული და ეფექტურია. ეს ვარიანტი აქტუალური იმ შემთხვევაში იქნება, თუ ავეჯს შეკვეთით დაამზადებინებთ.

გამოსაწევი თაროები ნიშაში


ძალიან კარგი იდეაა კოსმეტიკის, წამლების და ა.შ შესანახად. მოსახერხებელი გამოსაწევი მექანიზმი ასეთ თაროს კიდევ უფრო მოსახერხებელს, კომფორტულს და ვიზუალურად ეფექტურს გახდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები