როგორ შევქმნათ სიმყუდროვე სამზარეულოში


ხრიკები, რომელზეც დიზაინერები უფასოდ არ საუბრობენ

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ოჯახის თითოეული წევრი საკმაოდ დიდ დროს ატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლის ეს ნაწილი იყოს ძალიან მყუდრო, პრაქტიკული, დახვეწილი და ფუნქციონალური. ამის მიღწევა კი ადვილი არ არის. მოდით ვნახოთ, რას გვირჩევენ ამ საქმის პროფესიონალები.

თბილი განათება


მიუხედავად იმისა, რამდენი კვადრატული მეტრია თქვენი სამზარეულო, მასში უნდა არსებობდეს განათების რამდენიმე კერა. ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში საკმარისი არასდროს არ არის.
განათება jჯობია იყოს თბილი, რაც სივრცეს დამატებით სიმყუდროვეს სძენს.

ფარდა


ფარდა სამზარეულოში დიასახლისებს
შორის საკმაოდ საკამათო თემაა. ბევრი მათგანი ფარდაზე საერთოდ უარს ამბობს და უპირატესობას ჟალუზებს ანიჭებს, რომელიც ბევრად ადვილად იწმინდება და არც სუნებს იწოვს. თუმცა თხელი, თუნდაც ტილოს ფარდა ნებისმიერ სამზარეულოს მიანიჭებს სიმყუდროვის შეგრძნებას და ზედმეტი არასდროს არის.

საჭრელი დაფები



საჭრელი დაფა პირველ რიგში უნდა იყოს პრაქტიკული. ადვილად უნდა ირეცხებოდეს, არ უნდა იღებდეს სუნს, არ უნდა იკაწრებოდეს და უნდა იყოს ლამაზიც. ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ხის საჭრელი დაფა, რომელიც ლამაზიც არის, და, როგორ უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკული, კომფორტულად მოსახმარი.

არომასანათი


ხშირად ხდება, რომ სამზარეულოში არ დგას სასიამოვნო სურნელი. ამ პრობლემის ძალიან მარტივად მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან მარტივად მოსახმარი არომასანათი, რომელსაც მხოლოდ ეთერზეთი სჭირდება. გვერწმუნეთ, ის თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს.

ჭურჭლის სარეცხი აქსესუარები


ყოველდღიური რუტინა სახალისო რომ გახადოთ, ეცადეთ გამოიყენოთ აქსესუარები, რომელიც, გარდა პრაქტიკულობისა, ესთეტიკურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ თქვენც და ოჯახის სხვა წვერებსაც.

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც დიასახლისები პროდუქტის შესანახად პოლიეთილენის ცელოფნებს იყენებდნენ. ლამაზ ქილებში ჩაყრილი პროდუქტი ბევრად ლამაზადაც გამოიყურება და ბევრად პრაქტიკული მოსახმარიც არის.


სუნელების ჩასაყრელი


იმავეს თქმა შეგვიძლია სანელებლებზეც, ქილებში მოთავსებული სანელებელი ბევრად დიდხანს ინარჩუნებს თავის გემოვნურ თვისებებს და ბევრად ეფექტურადაც გამოიყურება, მოსახმარადაც უფრო ადვილი და პრაქტიკულია.

ხალიჩა


ისევე, როგორც ფარდა, ხალიჩაც სივრცეს დამატებთ სიმყუდროვეს სძენს და გარკვეულწილად პრაქტიკულიც არის. სამზარეულოს ნიჟარასთან განთავსებული ხალიჩა ნამდვილად ლამაზი სანახავია.

ოთახის მცენარეები


ოთახის მცენარე უპრობლემოდ ერგება ნებისმიერ ინტერიერს, განსაკუთრებით მოუხდება სამზარეულოს.

ლიმონათის კონტეინერი


ზაფხულია, ლიმონათის სეზონი. უბრალოდ დაუმატეთ წყალს რამდენიმე ნაჭერი ლიმონათი, პიტნა ყინულის კუბები, ჩაასხით ლიმონათის კონტეინერში და გაგრილდით და გაილამაზეთ გარემო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები