ეს ყველა კარგმა დიასახლისმა უნდა იცოდეს


ხანდახან ხდება, რომ დიასახლისი ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  სახლი იდეალურად სუფთა, მოწესრიგებული და მყუდრო იყოს, თუმცა მისი ძალისხმევა უშედეგოა. რა ხდება, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი შედეგი?
საქმე ის არის, რომ აუცილებელია იცოდეთ, რა როდის და როგორ უნდა გააკეთოთ.

მტვრის წმენდა მშრალი ნაჭრით ან სპეციალური მტვრის საწმენდი ჯოხით არ არის რეკომენდებული. მთელი მტვერი გადანაწილდება სხვადასხვა ზედაპირზე, შედეგს ვერ მიიღებთ, იმისათვის, რომ ავეჯს და სხვა ნივთებს მტვერი ეფექტურად მოაშოროთ, უნდა გამოიყენოთ კარგად გაწურული ნესტიანი ტილო.

ხის იატაკი და ლამინატი წყალთან
ვერ მეგობრობენ, იატაკის წყლით მოწმენდა მხოლოდ კერამიკულ ფილების შემთხვევაში არის გამართლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენ ლამინატი ან პარკეტი გაიჟღინთოს წყლით და ამოიბურცოს. ყველაზე კარგია იატაკის სველი წესით დამუშავება ძალიან კარგად გაწურული ტილოთი.

ბევრ დიასახლისს რატომღაც ჰგონია, რომ ბალიშებს გარეცხვა არ სჭირდება, არადა, ეს აუცილებელია პროცედურაა, რომელიც ბალიშებს 3-4 თვეში უნდა ჩაუტარდეს. ამიტომ, ბალიშების შეძენის დროს კარგად დააკვირდით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულ უნდა იყოს, რამდენ გრადუსზე არის შესაძლებელი აღნიშნული ნივთის რეცხვა.

იმისათვის, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა სათანადოდ მოგემსახუროთ, აუცილებელია მისი მოვლა. მაგალითად, მტვერსასრუტს ფილტრს თუ არ გაუწმენდავთ დროულად, ის მტვერს ვეღარ შეისრუტავს, ასევე სარეცხის მანქანა თუ არ გაასუფთავეთ პერიოდულად, სარეცხს უსიამოვნო სუნი აუვა, იგივე ითქმის ჭურჭლის სარეცხ მანქანაზეც და ა.შ.

ძალიან ხშირად გვავიწყდება და ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე სანათებს და მასზე დამაგრებულ ნათურებს, რომელზეც საკმაოდ ბევრი მტვერი გროვდება და ამ დროს ნათურა ისე ეფექტურად ვეღარც ანათებს. ამიტომ ნათურების წმენდა საკმაოდ აუცილებელი პროცედურაა.

საჭრელი დაფის გასარეცხად, იქნება ეს თევზის თუ ხორცის საჭრელი დაფა, მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკმარისი როდია. იმისათვის, რომ ეს ნივთი კარად დეზინფექცირდეს, საპნიან წყალში უნდა ჩაალბოთ.

რაოდენ გასაკვირად უნდა მოგეჩვენოთ, ფანჯრის გაწმენდა მზიან ამინდში სასურველი არ არის. ასე საწმენდი საშუალება მალე ორთქლდება და მინაზე რჩება ლაქები. ასე რომ, უმჯობესია ფანჯარა ღრუბლიან ამინდში გაწმინდოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები