თუ გვინდა ჩვენი სახლი იყოს მყუდრო და თანამედროვე, პირველ რიგში, დაუნანებლად უნდა მოვიშოროთ თავიდან ძველი, გამოუსადეგარი ნივთები. ამ რჩევაში საკვანძო სიტყვა არის "გამოუსადეგარი". დიახ, შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენი ბებიების ნაქონი ზოგიერთი ნივთი დღესაც შეიძლება გამოიყენოთ და თან ძალიან კარგად. გარდა იმისა, რომ ძველებური ნივთები ვინტაჟურია, ვინტაჟი კი ახლა ძალიან მოდაშია, ზოგიერთი ნივთი მართლაც იმდენად პრაქტიკული და კომფორტულად მოსახმარია, რომ მათთან განშორება ძალიან დასანანი იქნება. მოდით ვნახოთ რომელ ნივთებზეა ამჯერად საუბარი.
სერვანტი
მსგავსი ტიპის სერვანტები, როგორც წესი, ხარისხიანი ხის მასალისგან იყო
დამზადებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შელახულია, ადვილად დაექვემდებარება აღდგენას. ავეჯის ეს ელემენტი კი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აჩუქოთ მეორე სიცოცხლე, ეს პირველ რიგში ისევ თავად გამოგადგებათ.
ნივრის საჭყლეტი
ძველებური ნივრის საჭყლეტი ის ნივთია, რომელიც უბრალოდ არ ძველდება, არ იჟანგება არ ტყდება და შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას, თუ ოჯახში ასეთი ნივთი მოგეპოვებათ, გირჩევთ მოუფრთხილდეთ და ჩვეულებრივ გამოიყენოთ.
ძველებური ფოტოაპარატი
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია საოცრად განვითარდა და დაიხვეწა, ფირიანი ფოტოაპარატი აქტუალობას არ კარგავს. თუ ძველი ფოტოაპარატი შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, არ გაუშვათ შანსი ხელიდან, შეხედოთ სამყარო ობიექტივის მეშვეობით, ასეთი ობიექტივით აღქმული შთაბეჭდილებები განუმეორებელი და წარუშლელია.
დეკორატიული თეფშები
ადრე მოგზაურობიდან ადამიანებს ჩამოჰქონდათ არა მაგნიტები, არამედ დეკორატიული თეფშები, ის სახლის დეკორის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ტრენდი გადავიდა მოდიდან. მაგრამ, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ მოდა ბრუნავს,ჰოდა, დეკორატიულმა თეფშებმაც დაიბრუნა აქტუალობას და დღეს მართლაც რომ ამშვენებს თანამედროვე დიზაინის მქონე ბინებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი თეფშები, როგორც დეკორი.
ვინილის ფირფიტები
ვინილის ფირფიტებმა მეორე სიცოცხლე შეიძინა და ეს ძალიან კარგიც არის. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ვინის ფირფიტებმა გაყიდვებით ბევრად გადაასწრო კომპაქტ დისკების გაყიდვებს. ასე რომ ხარისხი ყოველთვის აქტუალურია.
მექანიკური ხორცსაკეპი მანქანა
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ხორცსაკეპმა მანქანამ ბევრ დიასახლისს შეუმსუბუქა ცხოვრება, ძველი ხორცსაკეპის გადაგდება მაინც არ ღირს. თუ ტექნიკა მოულოდნელად წყობიდან გამოვა, სანამ ახალს შეიძენთ ან შეაკეთებთ, ხელის მანქანა შეასრულებს საქმეს. ის არასდროს ფუჭდება და გამოდის წყობიდა,ნ მხოლოდ დანების გალესვა სჭირდება, და თავის ფუნქციას მშვენივრად ასრულებს.
თუჯის ტაფა
ყველაზე კარგი ტაფაც რომ იყიდოთ დღევანდელ ბაზარზე, ძველ, თუჯის ტაფას ხარისხით ვერაფრით აჯობებს, გარდა იმისა, რომ უკეთესად წვავს და აცხობს, ჯანმრთელობისთვისაც უვნებელია.