ამჯერად გვინდა გავახაროთ მშობლები და შემოგთავაზოთ რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული რეკომენდაცია, რომელიც რეალურად მუშაობს.
სისუფთავე და წესრიგი, რომელიც ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა დაიცვას, არაერთ მშობელს აწუხებს. დროა, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუქციებიც არსებობდეს.
ნუ გამოიყენებთ ფრაზას "იყოს, მე თვითონ გავაკეთებ"
დააკისრეთ ბავშვს გარკვეული ვალდებულებები, მოვალეობები რომელიც მან თავადაც უნდა შეასრულოს და აუცილებლად წაახალისეთ კარგად შესრულებული სამუშაოს გამო. არასდროს უთხართ, რომ მაგალითად, მისი გარეცხილი ჭურჭელი არ მოგწონთ და თავად მოგიწვეთ ხელახლა გარეცხვა. უმჯობესია შეაქოთ მცდელობის გამო. შექების შემდეგ, როგორც წესი, ისინი უფრო
თავიდან მარტივ დავალებებით დაიწყეთ, ეს შეიძლება იყოს შინაური ცხოველის გამოკვება, მაგიდის გადაწმენდა, საკუთარი სამოსის დაკეცვა და ა.შ.
თუ ბავშვი პატარაა, თამაშ-თამაშით ჩართეთ დალაგების პროცესში, რათა ინტერესი გაუღვივოთ. ჩართეთ მუსიკა, გაიხალისეთ დალაგების პროცესი.
დანიშნეთ დრო და აუხსენით, რომ უნდა ეცადოთ სახლის დალაგება დაამთავროთ, მაგალითად, ერთ საათში, თუ უფრო ადრე მორჩებით, ბავშვს დაასაჩუქრებთ.
არ გადაუყაროთ და გადაუადგილოთ ნივთები დაუკითხავად
პატივი ეცით ბავშვის პირად სივრცეს. არავითარ შემთხვევაში არ გადაუყაროთ ან გადაუადგილოთ ნივთები, სათამაშოები დაუკითხავად. შესაძლოა რომელიმე ნივთი მისთვის ძალიან ძვირფასია და თქვენ ამის შესახებ არც კი იცით. ამით ბავშვს გულს დაწყვეტთ. დალაგების პროცესში თანამონაწილეობის სურვილი კი შესაძლოა საბოლოოდ გაუქრეს.
ნივთებს ძალიან მაღლა ნუ დაუდებთ, ისეთ სიმაღლეზე ელაგოს, რომ ალაგების პროცესი რთული არ იყოს. ბავშვი მას ადვილად უნდა სწვდებოდეს. ბავშვი ხალისით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაალაგებს, თუ ეს პროცესი მისთვის მარტივი იქნება. დაიმახსოვრეთ, ბავშვის ოთახში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს ბავშვი და არა თქვენ. თაროები და კარადები აუცილებლად მისი სიმაღლის გათვალისწინებით უნდა დამონტაჟდეს.
სთხოვეთ ბავშვს, გაჩვენოთ თავის ოცნების ოთახი
სანამ ბავშვს არეული ოთახის გამო გაუბრაზდებით, სთხოვეთ, გაჩვენოთ ინტერნეტში მისი საოცნებო ოთახის ფოტო.
თუ ოთახის მოწყობის დროს მის ინტერესებს გაითვალისწინებთ, ამას პირად დამსახურებად ჩათვლიან და უფრო მოტივირებულები იქნებიან, რომ საოცნებო ოთახი მშობლის გარეშე, დამოუკიდებლად მოაწესრიგონ. მიეცით საშუალება, თავად შეარჩიოს დალაგების ფორმა, პროცესი. ჩამოწერეთ დავალებების სია და მიეცით საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი დავალება.
ნუ დაივიწყებთ ასაკს
სკოლამდელი ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ საჭიროა წესრიგი, რათა სწრაფად იპოვოს საჭირო ნივთი.
სკოლის ბავშვს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
უფრო მოზრდილ ასაკში კი უფრო მეტად მოგიწევთ მათი მოსმენა. შეგიძლიათ მთლიანად ანდოთ საკუთარი ოთახის დალაგება, თქვენ უბრალოდ ხანდახან დაეხმაროთ. ამ ასაკში მთავარია მოუსმინოთ, რა უნდათ მათ, თქვენი მთავარი ამოცანა კი არის სიმშვიდის და თბილი ტონის შენარჩუნება, ეს მარტივი ამოცანა არ გახლავთ, თუმცა ამის გარეშე არაფერი გამოგივათ.