შესაძლოა თქვენი სამზარეულო მცირეგაბარიტიანი იყოს, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მისი კომფორტულად მოწყობა შეუძლებელია.
იმისათვის, რომ პატარა სამზარეულოს თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ თავში, რის გარეშე გაგიჭირდებოდათ არსებობა ყოველდღიურად, დანარჩენი ნივთები კი, უმჯობესია, თავიდან მოიშოროთ. ყოველთვის, როდესაც სამზარეულოსთვის ახალი ნივთის შეძენას დააპირებთ, ჯერ იმაზე იფიქრეთ, სად მიუჩენთ ადგილს. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ნივთების სიას, რომელთა გარეშე სამზარეულოში ფუსფუსი პრობლემა ნამდვილად არ იქნება.
დიდი ზომის სამზარეულოს მაგიდა
დაივიწყეთ დიდი ზომის სამზარეულოს მაგიდა, რომელიც 6 კაცს იტევს,
თუ თქვენ ერთად გიწევთ ხოლმე სადილი, მაშინ სხვა გამოსავალი უნდა მოძებნოთ, მაგალითად სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის გაგრძელება, თუ არადა ორ კაციანი, ან გასაშლელი მაგიდა აბსოლუტურად საკმარისის იქნება. თუ ბარის მაგიდის გაკეთებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მაღალი არ იყოს, ეს მოსახერხებელი არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ბავშვები არიან.
სამზარეულოს კუნძული
მცირეგაბარიტიან სამზარეულოში კუნძულის გაკეთება ალბათ, აზრადაც არავის მოუვა, უფრო მეტიც, ეს ტექნიკურად იქნება შეუძლებელი. თუ ძალიან მოგწონთ ასეთი გადაწყვეტილება, კუნძულად შეგიძლიათ გამოიყენოთ გორგოლაჭებიანი მაგიდა, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ადვილად გადააადგილებთ.
გუმბათოვანი გამწოვი
თუ პატარა სამზარეულოს დიასახლისი ბრძანდებით, გირჩევთ ყოველთვის დაემორჩილოთ ერთ ძირითად წესს, ჯერ ფუნქციონალობა გაითვალისწინეთ ამა თუ იმ ნივთის და მხოლოდ ამის შემდეგ - სტილი და ვიზუალი. გუმბათოვანი გამწოვი დიდ ადგილს იკავებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეგიძლიათ სხვა რამეში.
სტაციონარული მიქსერი
გეთანხმებით, რომ ეს ნივთი ნამდვილად ძალიან პრაქტიკულია ბევრი კერძის მომზადების დროს, თუმცა ერთი დიდი ნაკლი აქვს - ძალიან დიდ ადგილს იკავებს.
ყავის აპარატი
კიდევ ერთი შეუცვლელი ატრიბუტი სამზარეულოში, რომელიც იდეალურ ესპრესოს მოგიმზადებთ, თუმცა სანაცვლოდ მსხვერპლად ოქროს სანტიმეტრების დათმობა მოგიწევთ.
პლასტმასის კონტეინერები
ყოველთვის საიდანღაც ჩნდებიან და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებენ, აგროვებენ მტვერს და არც ისე გჭირდებათ, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ყიდვას, შეარჩიეთ სწორკუთხა ან კვადრატული ფორმის. მრგვალი კონტეინერები მეტ ადგილს იკავებს კარადაშიც და მაცივარშიც.
სადღესასწაულო ჭურჭელი
დიდი ზომის ჭურჭელი, თეფშები, ლარნაკები და გრაფინები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გამოიყენება, ამიტომ სამზარეულოში მათი ადგილი ნამდვილად არ არის.
უამრავი ჭიქა
ჭიქებსაც გააჩნიათ მუდმივად გამრავლების ტენდენცია, ამიტომ დროდადრო უნდა გადახედოთ და გადაახარისხოთ. თავიდან მოიშორეთ ყველა ის ჭიქა, რომელიც არც ისე მოხერხებულია, გადასული აქვს საღებავი ან გაბზარულია.
ტექნიკა, რომელსაც არასდროს ხმარობთ
ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად სარგებლობს სამზარეულოს კონკრეტული გაჯეტებით და ზოგი ტექნიკა ხელუხლებლად უდევს წლობითაც კი. თუ ასეთ ნივთს საკუთარ სამზარეულოშიც აღმოაჩენთ, გირჩევთ დაუნანებლად გააჩუქოთ და ადგილი უფრო პრაქტიკული ნივთებისთვის გაათავისუფლოთ.