როგორ ჯობია სეზონური ტანსაცმლის შენახვა - ადგილიც გათავისუფლდება და ნივთის ხარისხიც შენარჩუნდება

შემოდგომა იდეალურ პერიოდია გარდერობის რეორგანიზაციისა და ტანსაცმლის საიმედოდ დასაბინავებლად.
ტანსაცმლის სწორად შენახვა არა მხოლოდ მისი ხანგრძლივად მომსახურების გარანტიაა, არამედ დამატებითი შესანახი სისტემის გათავისუფლებისა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების წინაპირობაა. მოდით, ვნახოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ.
პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნივთი სუფთაა. მოაშორეთ ზედმეტი მტვერი, გარეცხეთ შესაბამის რეჟიმზე, თუ ეჭვი გეპარებათ, შეამოწმეთ იარლიყი და დარწმუნდით, რომ სწორ რეჟიმზე რეცხავთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლაქებს, თუ სადმე ლაქა შენიშნეთ, აუცილებლად ამოიყვანეთ და გაითვალისწინეთ ის მომენტიც, რომ გამოსაზამთრებლად ყველა ნივთი აბსოლუტურად მშრალ მდგომარეობაში უნდა გაუშვათ.

ასევე
საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომელიმე ნივთს რამე დეფექტი ხომ არ აქვს, თუ აღმოაჩენთ დაზიანებას, სასწრაფოდ შეაკეთეთ, რათა მომავალ სეზონზე მისი გამოყენების დროს პრობლემა არ შეგექმნათ.
ამის შემდეგ,უკვე შეგიძლიათ იზრუნოთ შესანახი სისტემის ორგანიზებაზე. ეს მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას იმ მხრივ, რომ ნივთებსაც უკეთ შეინახავთ და ადგილიც გამოგითავისუფლდებათ.
პირველ რიგში დაიწყეთ დახარისხებით. დაფიქრდით, რომელი ნივთების დალაგება არის უმჯობესი მოშორებით და რომელი შეიძლება დაგჭირდეთ პერიოდულად.
სეზონური ნივთების შესანახად გამოგადგებათ კონტეინერები ან ყუთები, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ნივთები უკეთ შეინახოს და არ დაიმტვეროს. ასევე ეცადეთ გამოიყენოთ გამჭვირვალე პაკეტები ან კონტეინერები, რომ საჭიროების შემთხვევაში ნივთი სწრაფად მოძებნოთ.

ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომელიც მოათავსეთ ამა თუ იმ ყუთში, პაკეტსა თუ კონტეინერში და მიამაგრეთ მას.
რაც შეეხება კითხვას, თუ სად შეიძლება შეინახოთ სეზონური ტანსაცმელი, პასუხი ცალსახაა, საამისოდ ყველაზე მოსახერხებელი ადგილი გარდერობია, თუ გარდერობი არ აის სწორად ორგანიზებული, შესაძლოა ძალიან ბევრი ადგილი დაკარგოთ.
ალტერნატიული ადგილი ნივთების შესანახად ასევე დახურული აივანია, თუმცა უნდა დარწმუნდეთ, რომ იქ არსებული პირობები, მაგალითად ნესტი ან მტვერი, ამის საშუალებას იძლევა. თუ გაქვთ აგარაკი ქალაქის სიახლოვეს, შეგიძლიათ ბევრი ნივთის შესანახად აგარაკი გამოიყენოთ. ასე სახლში მართლაც ძალიან ბევრ ადგილს გაათავისუფლებთ, თუმცა ეს შესაძლოა ცოტა მოუხერხებელი იყოს, მოგიწვეთ ნივთების წაღება, მერე უკან მოტანა და შესაძლოა, რამე დაგჭირდეთ, რომელიც თქვენგან ძალიან შორს იქნება.
ცივილურ ქვეყნებში კი არსებობს ასეთი მომსახურება, სადაც ადამიანებს სეზონური ნივთების შენახვას სთავაზობენ სპეციალურ საწყობებში, რომელიც აღჭურვილია შესაბამის კლიმატითა და პირობებით, რათა ნივთი არ დაზიანდეს და იდეალურად შეინახოს.
რაც შეეხება მაჩვენებლებს სახლის პირობებში, იდეალური ტემპერატურა 10-დან 24 გრადუსამდეა, ტენიანობის მაჩვენებელი კი 40- და 60 პროცენტამდე. ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი სეზონური ნივთების შენახვის დროს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები