ტანსაცმლის ხანგრძლივი ვადით შენახვის შემთხვევაში სამოსი აუცილებლად ახალი გარეცხილი უნდა იყოს, ერთხელ ჩაცმული ნივთის შენახვაც კი არ არის რეკომენდებული. რეცხვის რეჟიმი უნდა შეირჩეს გაჭუჭყიანების ხარისხის, სუნის და ლაქების მიხედვით, გაირეცხოს ყველაფერი, კარგად გაშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მათი შენახვა.
არა საკმარისად სუფთა ლოგინის თეთრეულიც კი შესაძლოა გახდეს კარადაში უსიამოვნო სუნის მიზეზი და შეიძლება სხვა ნივთებიც დააზიანოს.
რაც შეეხება ყოველდღიური მოხმარების ნივთებს და მათ შენახვას, ამ შემთხვევაში კომპრომისებზე წასვლა შესაძლებელია, არ არის საჭირო ნივთის ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხვა, თუმცა სასურველია
გარეცხილი ნივთებისგან მოშორებით, ცალკე ელაგოს, ცალკე თაროზე ან ცალკე განყოფილებაში, ცალკე საკიდზე მაინც.
ცელოფანი ან ნებისმიერი პოლიეთილენის შესანახი სისტემა არ არის სასურველი ტანსაცმლის შესანახად, რადგან ეს მასალა არ სუნთქავს. გარდა ამისა, ამ მასალის შიგნით შესაძლოა გაჩნდეს ნესტი, რაც იწვევს ნივთების დაობებას. სასურველია შესანახი მასალა იყოს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან, რომელიც სუნთქვას, იქნება ეს ნაჭერი თუ ქაღალდი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი დროით შენახვის შემთხვევაში ნივთები ლამაზად და საგულდაგულოდ დაკეცოთ ან დაკიდოთ საკიდზე, რომ ზედმეტი ნაკეცები არ გაიჩინოს და არ დაიკუჭოს.
რაც შეეხება საკიდებს, ეცადეთ, რომ საკიდები იყოს მაგარი, მყარი და არა წვრილი მავთულის. საქმე ის გახლავთ, რომ სუსტ საკიდზე მძიმე ქსოვილი იწელება და ფორმას კარგავს.
დამღუპველად მოქმედებს ქსოვილების უმეტესობაზე ასევე პირდაპირი მზის სხივები. ამიტომ ტანსაცმელი უმჯობესია დახურულ კარადაში შეინახოთ. თუ ღია რეილერი გაქვთ შესანახ სისტემად, გირჩევთ ის ჩრდილში, მზისგან მოშორებით გადადგათ.
ზოგი დიასახლისი ტანსაცმელს პარფიუმს ასხამს და ისე ინახავს, რათა კარგი სუნი ასდიოდეს. გასაგებია, კარგი სუნი სასიამოვნოა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ პარფიუმი ქსოვილს აფუჭებს, მასში შემავალი ეთერზეთი შესაძლოა ლაქადაც კი დააჩნდეს სამოსს. თუ მაინცდამაინც სურნელზე ხართ ორიენტირებული, გირჩევთ გამოიყენოთ არომატიზატორები, რომლებიც სპეციალურად კარადებისთვის არის განკუთვნილი.
ასევე ეცადეთ პერიოდულად გადაამოწმოთ ხოლმე ნივთები, შეხედოთ, რამე ხომ არ სჭირს, ხელის შევლება ხომ არ სჭირდება. თუ ტანსაცმლის შენახვისას ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გვერწმუნეთ, მომავალი სეზონისთვის ახალივით იქნება და კმაყოფილებიც დარჩებით.