შესანახი სისტემის პრობლემა ნებისმიერ ოჯახში არსებობს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მცირე ფართში უწევს ცხოვრება. როგორ მოვიქცეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავაკეთოთ დამატებითი შესანახი სისტემები?
კომპაქტური საკიდი
კომპაქტური საკიდი შემოსასვლელში მაქსიმალურად ბევრი სათავსოთი ნამდვილად არის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ეს ძალიან პრაქტიკული ვარიანტია, მით უმეტეს, ზამთარი-შემოდგომის სეზონზე.
თაროები კუთხეში
შეზღუდულ სივრცეში შეგიძლიათ და საჭიროც კი არის კუთხეების მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ნებისმიერ ოთახში. კუთხის თაროები საამისოდ ყველაზე კარგი ვარიანტია.
კარადა კუპე
კარად კუპე ძალიან ტევადი რომ არის ალბათ ყველამ კარგად
მოულოდნელი დეკორი
ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა და ყველა ნამდვილად ვერ გამოიყენებს, თუმცა ექსტრავაგანტურ ადამიანებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ მისი განხორციელება, მაგალითად, ველოსიპედი კედელზე, როგორც დეკორის ელემენტი.
ბევრი კალათა და ორგანაიზერი
ეს კი პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი, პრაქტიკული, სწრაფი და რაც მთავარია, ბიუჯეტური ვარიანტი გახლავთ. უბრალოდ დაახარისხეთ ყველა ნივთი.
თარო საწოლის თავზე
ტრადიციულად საძინებელში საწოლის გვერდით ტუმბოები არის ხოლმე მოთავსებული, მაგრამ თუ ამის ადგილი არ გაქვთ, ალტერნატიულ ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ თარო საწოლის თავზე. გვერწმუნეთ, საკმაოდ პრაქტიკულია.